ბეიჩამის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰურის ციხე)

ბეიჩამის ციხე, ჰურის ციხეციხე თურქეთში, ჰურდერეში, იურთლარის ხეობაში თანამედროვე სოფელ ბეიჩამში. ციხე აგებულია სოფლის ბოლოში. დაცული ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ დასავლეთის მხრიდან ციხე დაშენებული ყოფილა ბუნებრივ კლდეზე, ხოლო აღმოსავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით თავის დროზე შემოსაზღვრული ყოფილა მაღალი გალავნის კედლებით. დღეისათვის ისინი საძირკვლების დონემდეა დანგრეული. აქა იქაა შემორჩენილი მცირე ნაშთები. მთავარი შესასვლელი როგორც ჩანს აღმოსავლეთის მხარეს ჰქონია. შიდა ტერიტორიაზე ანაკრეფი მასალების მიხევით, ციხე ადრე შუასაუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს. ეს ნაგებობაც ადგილობრივი მოსახლეობის ჭანების მიერ უნდა იყოს აგებული. მისი ძირითადი დანიშნულება უნდა ყოფილიყო გუმუშჰანე-ბაიბურთის ცენტრალური გზისაკენ ხეობიდან მიმავალი, ისე აქეთ მომავალი გზის გაკონტროლება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2019, გვ. 45-46 ISBN 978-9941-8-1990-2