შინაარსზე გადასვლა

ჰუმანიტარული ინტერვენცია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰუმანიტარული ინტერვენცია (ინგლ. Humanitarian intervention) ― ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოში ძალის გამოყენებით მოქალაქეთა ძირითადი უფლებების დაცვა, როდესაც სახელმწიფო თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლით აკრძალულ დანაშაულებს სჩადის. როგორც წესი, ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მეორე ქვეყნის შეჭრა და მის საშინაო საქმეებში ჩარევა არა სპონტანურად, არამედ გაეროს რეზოლუციით ხდება. ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს გაერომ უნდა მისცეს შეფასება და ისინი საერთაშორისო დანაშაულად მიიჩნიოს. სამხედრო ჩარევა საერთაშორისო ღონისძიებებით უნდა მოხდეს.[1]

ჰუმანიტარული ინტერვენციის ერთი სტანდარტული ან იურიდიული განმარტება არ არსებობს. ანალიზის სფერო (როგორიცაა სამართალი, ეთიკა ან პოლიტიკა) ხშირად გავლენას ახდენს მის განსაზღვრებაზე. განმარტებებს შორის სხვაობა რიგ საკითხებში ჩანს: არის თუ არა ჰუმანიტარული ინტერვენცია შემოფარგლული მხოლოდ იმ შემთხვევებით, როდესაც სახელმწიფო, სადაც ინტერვენცია ხორციელდება, არ აცხადებს თანხმობას; არის თუ არა ჰუმანიტარული ინტერვენცია სადამსჯელო ღონისძიებებით შეზღუდული და არის თუ არა ჰუმანიტარული ინტერვენცია შეზღუდული იმ შემთხვევებით, როდესაც მოქმედებისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს ავტორიზაცია ცალსახაა.[2] მიუხედავად ამისა, არსებობს ზოგადი კონსენსუსი ჰუმანიტარული ინტერვენციის უმნიშვნელოვანეს მახასიათებლებზე:[3]

  1. ჰუმანიტარული ინტერვენციის ძირითადი მახასიათებელია სამხედრო ძალის მუქარა ან გამოყენება;
  2. ჰუმანიტარული ინტერვენცია გულისხმობს სუვერენული სახელმწიფოს (რომელსაც სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია არ გამოუვლენია) ტერიტორიაზე ან საჰაერო სივრცეში სამხედრო ძალების გაგზავნით ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას;
  3. ინტერვენცია ხდება ისეთ სიტუაციებში, რომლებიც სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესებისთვის პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მოტივირებულია ჰუმანიტარული მიზნებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ზურაბიშვილი, დ. გობრონიძე, გ. (2011). სამოქალაქო განათლების ლექსიკონი. თბილისი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი. გვ. 290.
  2. Jennifer M. Welsh. Humanitarian Intervention and International Relations. Ed. Jennifer M. Welsh. New York: Oxford University Press, 2004.
  3. Alton Frye. 'Humanitarian Intervention: Crafting a Workable Doctrine.' New York: Council on Foreign Relations, 2000.