ჰოტელინგის წესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰოტელინგის წესი — არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსების ოპტიმალური გამოყენების წესი, რომელიც დადგენილია ჰაროლდ ჰოტელინგის მიერ 1931 წელს.[1] ეს წესი დღემდე რჩება განმსაზღვრელად წიაღისეულის მოპოვების ოპტიმალურობის დადგენაში. მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: იმისათვის, რომ მოპოვება იყოს ოპტიმალური, მიწაში დარჩენილი ერთეული რესურსის ნეტო-ფასი (გასაყიდ ფასს მინუს მოპოვების დანახარჯები) დროთა განმავლობაში უნდა გაიზარდოს იმ ტემპით, რა ტემპითაც გაიზრდება სარგებლის განაკვეთი. უფრო ზუსტად, ნეტო-ფასის ზრდის ტემპი არ უნდა აღემატებოდეს სარგებლის განაკვეთისას. რესურსის მფლობელი დგას არჩევანის წინაშე: ამოიღოს ერთეული რესურსი და მოახდინოს მისი გაყიდვით მიღებული თანხის ინვესტირება მიმდინარე სარგებლის განაკვეთით, თუ დატოვოს იგი მიწაში.

ჰოტელინგის წესს ალტერნატიული ფორმულირებაც აქვს: ერთეული რესურსის დისკონტირებული ღირებულება უნდა იყოს უცვლელი იმის მიუხედავად, თუ როდის იქნება ეს რესურსი ამოღებული მიწიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ასათიანი როზეტა, თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, გვ. 465

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The economics of Exautible Resources. The Journal of Political Economy. Vol.39 , pp. 137-175