ვლადიმერ ლობჟანიძის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰოსპიტლის ქუჩა)
ვლადიმერ ლობჟანიძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
ისტორიული რაიონი ნავთლუღი
წინა სახელები ჰოსპიტლის ქუჩა

ვლადიმერ ლობჟანიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ნავთლუღი). ნავთლუღის ქუჩიდან ბერი გაბრიელ სალოსის გამზირამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ერქვა ჰოსპიტლის ქუჩა. სახელი დაკავშირებულია XIX საუკუნეში აქ მდებარე სამხედრო ჰოსპიტალთან. ქუჩა დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე.[1] 2017 წელს ჰოსპიტლის ქუჩას და ექიმის გასასვლელის დიდ ნაწილს მიენიჭა პოლიციის ლეიტენანტის — ვლადიმერ ლობჟანიძის სახელი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 214, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ჰოსპიტალის ქუჩისთვის და საექიმოს ქუჩის გასასვლელის მონაკვეთისთვის პოლიციის ლეიტენანტის ვლადიმერ ლობჟანიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10 ოქტომბერი, 2017). ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი, 2023