შინაარსზე გადასვლა

ჰონგჰა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰონგჰა (ჩინეთში — ლიშეხე, იუანძიანი, ვიეტნამში — ჰონგჰა, სონგკოი), წითელი მდინარე — მდინარე ჩრდილოეთ ვიეტნამსა და სამხრეთ ჩინეთში.

მდინარე ჰონგას სიგრძე 1183 კმ, აუზის ფართობი დაახლოებით 158 ათ. კმ². სათავე აქვს იუნანის მთიანეთში. ერთვის სამხრეთ ჩინეთის ზღვის ბაბკოს ყურეს და ქმნის დელტას. საზრდოობს წვიმის წყლით. წყალუხვია ზაფხულის მუსონის დროს. წყლის საშუალო ხარჯი 3800 მ³/წმ, მაქს. — 35 ათ. მ³/წმ. წყალმოვარდნის დროს წყლის დონე 10-12 მეტრით მაღლა იწევს. დელტაში ჰონგჰისა და მისი ტოტების კალაპოტები ჯებირებით არის დაცული. ჰონგჰას ყოველწლიურად მოაქვს 130 მლნ. ტ-მდე შეტივტივებული ნატანი, რომელიც წყალს წითელ ფერს აძლევს. იყენებენ სარწყავად. სანაოსნოა. ქვემოთში საზღვაო გემები ადის ქალაქ ჰანოიმდე. მდინარე ჰონგჰის ნაპირზე არის შემდეგი ქალაქები: ხეკოუ, ლაოკაი, იენბაი, ჰანოი, დელტაში — საზღვაო ნავსადგური ჰაიფონი.