ჰომოლიეს ქედი
ჰომოლიეს ქედი | |
---|---|
![]() ჰომოლიეს ქედი | |
კოორდინატები: 44°21′31″ ჩ. გ. 21°37′45″ ა. გ. / 44.35861° ჩ. გ. 21.62917° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 940 მ |
ჰომოლიეს ქედი (სერბ. Homoljske planine) — ქედი აღმოსავლეთ სერბეთში, აღმოსავლეთ-სერბეთის მთების ნაწილი. ადმინისტრაციული თვალსაზრისით მოქცეულია ბრანიჩევის რაიონში. მაქსიმალური სიმაღლე 940 მ. აგებულია ფიქლებითა და კირქვებით. მწვერვალზე არის მართლმადიდებლური მონასტერი. ჰომოლიე მეჩხრად არის დასახლებული.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჰომოლიეს ქედი დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.