ჰისტონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნუკლეოსომის წარმოქმნა

ჰისტონები — ბირთვიანი ცილების დიდი კლასი, რომელიც ასრულებს ორ ძირითად ფუნქციას: ისინი მონაწილეობენ დნმ-ის ძაფების ბირთვში შეფუთვასა და ეპიგენეტიკურ რეგულაციაში ისეთი ბირთვული პროცესებისა, როგორებიცაა ტრანსკრიპცია, რეპლიკაცია და რეპარაცია. არსებობს ჰისტონების ხუთი სხვადასხვა ტიპი: H1/Н5, H2A, H2B, H3, H4. ჰისტონები H2A, H2B, H3, H4, რომლებსაც კორული ჰისტონები ეწოდებათ (ინგლ. core-დან — გული), ქმნიან ნუკლეოსომას, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ცილის ბურთულას, რომლის გარშემოც დნმ-ის ძაფია შემოხვეული. ჰისტონი H1/H5, რომელსაც ლინკერული ჰისტონი ეწოდება (ინგლ. link-დან — კავშირი), უკავშირდება ნუკლეოსომის გარე მხარეს და მასზე დნმ-ის ძაფს აფიქსირებს. ქრომატინში ჰისტონები შეადგენენ მშრალი მასის 25-40 %-ს[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Биологический энциклопедический словарь / Гл.ред. М.С.Гиляров. — М.: Сов. энциклопедия, 1986. — გვ. 831 .