ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია, ზემგრძნობელობის რეაქციაორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა რომელიმე ნივთიერებისადმი. გარემოში არსებული ანტიგენების (საყოფაცხოვრებო და ყვავილის მტვერი, საკვები, სამკურნალწამლო ნივთიერებანი, მიკროორგანიძმები, ქიმიური ნივთიერებები და სხვა) ორგანიზმში განმეორებით მოხვედრისას ადამიანთა ნაწილში ვითარდება ჭარბად გამოხატული იმუნური რეაქცია, რომელსაც ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია ეწოდება. ერთხელ ანტიგენთან კონტაქტში მყოფ ორგანიზმს სენსიბილიზებული ორგანიზმი ეწოდება. განვითარების მექანიზმის მიხედვით, გამოიყოფილია ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები I (დაუყოვნებელი), II (ანტისხეულებით გაშალებული), III (იმუნური კომპექსებით გაშუალებული) და IV (უჯრედებით გაშვალებული — დაყოვნებითი) ტიპი.

I ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია არის სწრაფადგანვითარებული იმუნოლოგიური პასუხი, რომელიც ვითარდება სენსიბილიზებულ პირებში ლაბოციტების ზედაპირზე არსებულ ანტისხეულებთან ანტიგენის დაკავშირებისთანავე. ამ რეაქციას ალერგია, ანტიგენს კი ალერგენი ეწოდება. I ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების განვითარებაში შესაძლოა გამოიწვიოს ორი ფაზა: 1. დაუყოვნებელი ანუ საწყისი — ფაზა ვითარდება ალერგენის მოქმედებიდან 5–30 წუთში, გრძელდება 60 წუთამდე, ხასიათდება ვაზოდილატაციით, სისხლმილების განვლადობის გაზრდთ, ლოკალიზაციის მიხედვით, გლუვი კუნთების სპაზმით ან ლორწოვანის სეკრეციის გაზლიერებით; 2. გვიანი ფაზა ვითარდება 2–24 საათის შემდეგ, შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღის განმავლობაში, ახასიათებს ნეიტროფილური, ეოზინოფლური, ბაზოფილური ლეიკოციტებით, მაკროფაგებით, CD4+T ლიმფოციტებით ქსოვილს ინფილტრაცია და დესტრუქცია.

I ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია გაშუალებულია IgE ანტისხეულებით, რომლებიც წარმოიქმნება Th2 ლიმფოციტების მიერ. Th2 უჯრედები წარმოქმნის  IL-4 IL-5 IL-13 ინტერლეიკინებს. IL-4 მნიშვნელოვანია B ლიმფოციტების მიერ IgE-ის სინთეზის დაწყებაში. IL-13 ასტიმულრებს IgE– ის წარმოქმნას და ეპითელური უჯრედების მიერ ლორწოს სეკრეციას. ამ პირველადი იმუნური რეაქციის შემდეგ ლაბროციტებისა და ბაზოფილური ლეიკოციტების ზედაპირზე ვლინდება მაღალი აფინურობის რეცებტორები IgE–თვის, ანუ ორგანიზმი განიცდის სენსიბილიზაციას. განმეორებითი ზემოქმედებისას ანტიგენი (ალერგენი) უკავშირდება IgE ანტისეულებს ლაბროციტების ზედაპირზე, რასაც მოჰყვება ლაბროციტების დეგრანულაცა შედეგად პირველადი (ჰისტამინი, ნეიტრაური პროტეაზები, მჟავე ჰიდროლაზები, ჰეპარინი) და მეორადი (არაქიდონის მჟავა მეტაბოლიტებ PAF, TNF-a, IL-1, IL-3, IL-4, IL-5, IL6) მედიატორების გამონთავისუფლებით.

გვიანდელ ფაზაში მონაწილე უჯრედებიდან ყველაზე მნიშველოვანია ეოზინოფილური ლეიკოციტები. მათი აქტივაცია ხდება ეოტაქცსინის და სხვა ქემოკინების საშუალებით, რომლებიც წარმოიქმნება ეპითელურ უჯრედებში, ასევე, ციტოკინები IL-3 და  IL-5–ის ზემოქმედებით, რომლებიც წარმოიქმნება ლაბროციტების და Th2 ლიმფოციტების მიერ. ეოზინოფილური ლაიკოციტები შეიცავს დიდ ფუძე ცილას და ეოზინოფილურ კათიონურ ცილას, რომლებიც ეოზინოფილური ლეიკოცირების მიერ გამოიყოფა C4 ლეიკოტრიენი და PAF, რომლებიც ააქტივებენ ლაბროციტებს.

I ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია შეიძლება იყოს სისრემური და ადგილობრივი. სისტემური ანაფილაქსიური რეაქცია ვითარდება ანტიშრატის, ჰორმონის, ენზიმების, პოლისაქარიდების და მედიკამენტების (მაგ,: პენიცილინი) ზემოქმედებით. ადგილობრივი ანაფილაქსიური რეაქცია გამოწვეულია საყოფაცხოვრებო და მტენარის მტვრით, ოთახის მტვერით და სხვა. მისი განვითარება დამოკიდებულია ორგანიზმში ანტგენის მოხვედრის უბანზე და მოიცავს: ჭინჭრის ციებას (ურტიკარია), თივის ციებას (ალერგიული რინიტი) კონიუქტივიტს, ბრონქულ ასთმის ზოგიერთ ფორმას, ალერგიულ გასტროენტერიტს (საკვებისმიერ ალერგიას).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]