ჰიპერინფლაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰიპერინფლაცია არის ტერმინი, რომელიც აღწერს ეკონომიკაში ფასების სწრაფ, გადაჭარბებულ და უკონტროლო ზრდას. ინფლაცია ზომავს საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდის ტემპს, ჰიპერინფლაცია კი სწრაფად მზარდი ინფლაციაა, რომელიც, როგორც წესი, თვეში 50%-ზე მეტს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპერინფლაცია იშვიათი მოვლენაა განვითარებული ეკონომიკებისთვის, ის მაინც ყოფილა  ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ჩინეთი, გერმანია, რუსეთი, უნგრეთი და საქართველო. ჰიპერინფლაციამ შეიძლება გამოიწვიოს ფასების მატება ძირითად პროდუქტებზე: საკვები, საწვავი და ა.შ. რადგან მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ყოველთვის ერთსა და იმავე პროდუტებს ყიდულობთ სასურსათო მაღაზიაში. თუ ეკონომიკა განიცდის ინფლაციის მზარდ მაჩვენებელს, 5%-ს დღეში, თქვენი სასურსათო გადასახადი შეიძლება გაიზარდოს კვირაში $500-დან $675-მდე, მომდევნო კვირაში $911-მდე და ა.შ.

ჰიპერინფლაცია შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა ასპექტმა გამოიწვიოს, თუმცა ყველაზე უფრო ხშირად გამომწვევი მიზეზი ფულის ჭარბი მასის მიწოდებაა ეკონომიკისთვის. ისეთ ვითარებაში, რომელიც  იძლევა ფულის მიწოდების გაზრდის უფლებას, როგორიცაა რეცესია ან დეპრესია, ცენტრალურ ბანკებს შეუძლიათ, გაზარდონ მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა. ამ ქმედების მიზანია, რომ ბანკებმა მეტი სესხი გასცენ და მომხმარებლებმა, ბიზნესებმა მეტი სესხი აიღონ და დახარჯონ.

თუმცა, თუ ფულის მიწოდების ზრდა არ იქნება მხარდაჭერილი ეკონომიკური ზრდით, ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერინფლაცია. თუ მშპ - ეკონომიკის წარმოების საზომი - არ იზრდება, ბიზნესი ზრდის ფასებს, რათა გაზარდოს მოგება და დარჩეს კონკურენტუარიანი.

იმიტომ, რომ  მომხმარებლებს მეტი ფული აქვთ, ისინი იხდიან მაღალ ფასებს და კვებავენ ინფლაციას. თუ ეკონომიკური გამომუშავება(output) აგრძელებს  კლებას, და ინფლაცია კვლავ იზრდება, კომპანიები ზრდიან ფასებს, მომხმარებლები იხდიან მეტს, და ცენტრალური ბანკი მეტ ფულს ბეჭდავს. ასეთ შემთხვევებში ჩნდება ინფლაციის მზარდი მაჩვენებლების ციკლი, რომელიც  იწვევს ჰიპერინფლაციას.


https://www.investopedia.com/terms/h/hyperinflation.asp