ჰინა რაბანი ხარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰინა რაბანი ხარი
حنا ربّانی کھر
ჰინა რაბანი ხარი حنا ربّانی کھر
ჰინა რაბანი ხარი დავოსში, 2012 წლის 26 იანვარს.
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 ივლისი, 2011 – 16 მარტი, 2013
პრეზიდენტი  ასიფ ალი ზარდარი
პრემიერ-მინისტრი  რაჯა ფერვეზ აშრაფი
იუსუფ რეზა გილანი
წინამორბედიშაჰ მეჰმუდ ქურეში
მემკვიდრესარტაჯ აზიზი

დაბადებული19 ნოემბერი, 1977 (1977-11-19) (42 წლის)
მულტანი, პაკისტანი
პოლიტიკური პარტიასახალხო პარტია
რელიგიაისლამი

ჰინა რაბანი ხარი (ურდუ حنا ربّانی کھر, ინგლ. Hina Rabbani Khar; დ. 19 ნოემბერი, 1977, მულტანი, პაკისტანი) — პაკისტანელი პოლიტიკოსი და ეკონომისტი. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი 2011-2013 წლებში. პირველი ქალი და ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსი პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1977 წლის 19 ნოემბერს გავლენიანი პოლიტიკოსისა და მსხვილი პენჯაბელი მიწათმფლობელის გულამ რაბანი ხარის ოჯახში. დაამთავრა ლაჰორის უნივერსიტეტი, ხოლო შემდეგ სწავლა გააგრძელა მასაჩუსეტსის შტატის უნივერსიტეტი ამჰერსტში. მუშაობდა ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე (2008-2011 წწ.).

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002-2008 წლებში ეროვნული ასამბლეის დეპუტატია. ამ პერიოდში იგი პერვეზ მუშარაფის პარტიის წევრია, 2008 წელს გადადის მუშარაფისადმი ოპოზიციურად განწყობილი სახალხო პარტიის შემადგენლობაში. 2008 წელს იგი კვლავ დეპუტატად აირჩიეს სახალხო პარტიის რიგებიდან. 2011 წლის 19 ივლისიდან 2013 წლის 16 მარტამდე საგარეო საქმეთა მინისტრია.

მისი მინისტრობის პერიოდში პაკისტანში გაიმართა სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოსა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტები. თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე ესტუმრა ინდოეთს და მოლაპარაკება გამართა ინდოელ კოლეგა სომანაჰალი კრიშნასთან და შეხვდა ქაშმირის სეპარატისტული მოძრაობის წარმომადგენლებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: