ჰილარი ბარტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰილარი ბარტონი

ჰილარი ბარტონი გუანტანამოში, 2008 წ.
დაბადების სახელი ჰილარი როს ბარტონი
დაბადების თარიღი 1 ივლისი, 1982 წ.
სტერლინგი, ვირჯინია, აშშ
სხვა სახელები იეჩ - ბომბი (H-Bomb)
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) იენ პრანჯი
(2004-2009)[1]

ჰილარი როს ბარტონი (ინგლ. Hilarie Burton; დ. 1 ივლისი, 1982) — ამერიკელი მსახიობი. იგი ცნობილი გახდა როლით პეიტონ სოიერი CW-ის სერიალში „One Tree Hill“. მას ადრე მიჰყავდა Total Request Live, რომელმაც მიიყვანა იგი ამ პერსონაჟამდე.ბარტონმა აგრეთვე პოპულარობა მოიპოვა მთავარი როლის შესრულებით, ფილმებში „ჩვენ თვითონ“, „ნაბუნიობა“ და „სია“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰილარი ბარტონი დაიბადა 1982 წლის 1 ივლისს და იზრდებოდა სტერლინგში, ვირჯინია, როგორც მეთოდისტი.[2] მან 2000 წელს დაამთავრა პარკ ვიუს საშუალო სკოლა და შემდეგ ჩააბარა ნიუ-იორკისა და ფორდჰამის უნივერსიტეტებში. იგი გამოსაშვები საღამოს იყო უკანასკნელ კურსზე და აგრეთვე ჩირლიდერთა მეთაური.[3] ბარტონი სტუდენტობის პერიოდში იყო პარკ ვიუ ჰაის საბჭოს პრეზიდენტი (1999-2000 წლებში),[4] ვიცე პრეზიდენტი (1998-1999 წლებში),[5] და ხაზინადარი მეორე კურსზე (1997-1998 წლებში).[6]

ბარტონს ჰყავს სამი უმცროსი ძმა.[3] ბარტონი და მისი ყოფილი მეუღლე იენ პრანჯი, ვან თრი ჰილი-ს რეჟისორის ასისტენტი, ერთად ცხოვრობდნენ უილმინგტონში.[1][3] ბარტონს ჰყავს კატა - პო, რომელსაც სახელი მწერლის ედგარ ალან პოს პატივსაცემად ეწოდა[3]. იგი ვან თრი ჰილი-ს მსახიობების ბეტანი ჯოი გალეოტისა და სოფია ბუშის ახლო მეგობარია.[3]

ბარტონმა 2007 წელს, ჟურნალ მაქსიმის გამოქვეყნებულ ასეულში, 77-ე ადგილი დაიკავა.[7] აგრეთვე იგი 2006 წელს, სოფია ბუშთან და დანიელ ჰარისთან ერთად მაქსიმის გარეკანზე გამოჩნდა. წინა წლებში, მეორე ადგილი დაიკავა ფატალური ქალების სიაში: 2005 წლის 50 ყველაზე სექსუალური ქალი და 12-ე ადგილი დაიკავა 2003 წელს Much Music-ის ოცეულში.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუნდტრეკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლები ფილმები როლები შენიშვნები
2005 ჩვენ თვითონ ბობი ჩილერი
2007 ნორმალური ახალგაზრდული ქცევა რაიანი
ნაბუნიობა ალისია
2008 სია ჯო ჯონსტონი
ფუტკრების საიდუმლო ცხოვრება დებორა ოუვენსი გადაღებები მთავრდება

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლები შოუ როლები შენიშვნები
2002-2003 Total Request Live თავისი თავი
2002 დოუსონის ნაკადული მეოთხე ქალი მეხუთე სეზონი, მე-19 სერია
2003 - დღემდე One Tree Hill პეიტონ სოიერი

მიწვეული როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლები შოუ როლები შენიშვნები
2000 MTV ვიდეო მუსკის დაჯილდოება 2000 წ თავის თავი გამომცხადებელი
2003 MTV, ახალი წლის დამდეგი თავის თავი წამყვანი
MTV მაიამიში თავის თავი თანა წამყვანი
MTV-ს დღიური თავის თავი ვან თრი ჰილისl მონაწილეებთან ერთად
პეპსი სმაში თავის თავი წამყვანი
2005 მოუმზადებელი თავის თავი
2005/2006 ტონი დანზას შოუ თავის თავი

სხვა ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომინაციების და აღებული ჯილდოების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლები ჯგუფი ჯილდო მოიგო? ფილმი/ტვ შოუ შენიშვნები
2004 თინ ჩოის ოვარდი რჩეული ახალბედა ტვ ვარსკვლავი - ქალი ნომინირებული ვან თრი ჰილი
რჩეული ტვ მსახიობი ქალი - დრამა/მოქმედებითი/სათავგადასავლო ნომინირებული
2005 რჩეული ტვ მსახიობი ქალი: დრამა ნომინირებული
2006 სარასოტა ფილმების ფესტივალი „გამორჩეული თამაში“ მოიგო ჩვენ თვითონ

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 „Hilarie Burton: Biography“. TV Guide. ციტირების თარიღი: 2009-04-29.
  2. Hilarie Burton- Methodist დაარქივებული 2009-01-03 საიტზე Wayback Machine. Accessed 2007-02-19.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Hilarie Burton- TV.com დაარქივებული 2008-07-10 საიტზე Wayback Machine. Accessed 2007-01-19.
  4. Heritage: Park View High School Yearbook (2000)
  5. Heritage: Park View High School Yearbook (1999)
  6. Heritage: Park View High School Yearbook (1998)
  7. Hilarie Burton of 2007 Hot 100 Maxim დაარქივებული 2008-06-16 საიტზე Wayback Machine. Accessed 2007-2-1.