ჰიგეა
| ჰიგეა | |
|---|---|
| სხვა კულტურებში: | ვალეტუდო და Salus |
| სქესი: | მდედრობითი |
| გავლენის სფერო: | ჯანმრთელობა |
| მამა: | ასკლეპიოსი[1] |
| დედა: | Epione და ათენა |
| და-ძმა: | Machaon, აკესო, Iaso, Aegle, Panacea, Telesphorus და Podalirius |
| გამოსახულებები | |
ჰიგიეია,[2] ან ჰიგეა, ჰიგია (ძვ. ბერძნ. Ὑγιεία [Hygieia], Ὑγεία < Hygea „ჯანმრთელობა“; ლათ. higia აქედან „ჰიგიენა“) — ბერძნულ მითოლოგიაში ჯანმრთელობის ქალღმერთი,[3][4] ასკლეპიოსისა[5] და ეპიონეს ქალიშვილი[6] (მითის მეორე ვარიანტში ასკლეპიოსისა და ათენას)[7] (მითის მეორე ვარიანტში ასკლეპიოსისა და ათენას)[8]. ორფიზმების თანახმად ჰიგეა არის ასკლეპიოსის ცოლი.[9]. მისი კულტი არსებობდა ოროპში,[10] ქანდაკება მეგარაში[11]. მას ეძღვნება LXVIII ორფიული ჰიმნი. განსაკუთრებით განდიდებული ათენში (ძვ. წ. V საუკუნიდან). შედარებით გვიანდელია, ასკლეიოსთან ერთად, ჯგუფურ გამოსახულებებზე გვხვდება ძვ. წ. IV საუკუნიდან.
გამოისახებოდა სიცოცხლით სავსე ლამაზ ქალიშვილად, თავზე დიადემა ჰქონდა, ფეხამდე გრძელი ნაკეცებიანი სამოსი ეცვა, მოკლე ტუნიკი. მარჯვენა ხელში ფიალა ეჭირა , საიდანაც მხარზე გადაწოლილი და მკერდზე დაშვებული გველი იკვებებოდა. ეს ძელი ბერძნული გამოსახულება იქცა მედიცინის ემბლემად (ფიალაზე დახვეული გველი).
ანტიკური გამოსახულებები შემონახულია თიხის ფირფიტების სახით, საკულტო რელიეფებზე. ანტიკის მერმინდელ ხელოვნებაში.
ასტრონომიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მის სახელს ატარებს 1849 წელს აღმოჩენილი ასტეროიდი (10) ჰიგიეა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Любкер Ф. Άσκλήπιός, Ἀσκλήπιος // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 166–167.
- ↑ „მითოლოგიური ლექსიკონი“, 1983, გვ. 612-613
- ↑ Мифы народов мира. М., 1991-92. В 2 т. Т.1. С.302
- ↑ Критий, фр.4 Джентили-Прато; Ликимний, фр.2 Пейдж
- ↑ Плиний Старший. Естественная история XXXV 137
- ↑ Эрифрейский гимн Асклепию, ст.13
- ↑ Павсаний. Описание Эллады I 23, 5
- ↑ Павсаний. Описание Эллады I 23, 5
- ↑ Орфические гимны LXVII 7
- ↑ Павсаний. Описание Эллады I 34, 3
- ↑ Павсаний. Описание Эллады I 40, 6
