ჰვარის აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰვარის აჯანყება
Hvar City
თარიღი 1510–1514 წწ.
მდებარეობა ჰვარის დალმაციური კუნძული. განსაკუთრებით, მისი უდიდესი ქალაქი, ასევე ცნობილი, როგორც ჰვარი.
შედეგი აჯანყება ჩაიშალა, ვენეციელებმა გაიმარჯვეს.
მხარეები
ვენეციის რესპუბლიკა ჰვარის აჯანყებულები
მეთაურები
ჯიოვანი ნავაგერო, სებასტიანო ჯიუსტინიანი, ვინჩენცო კაპელო მატია ივანიჩი

ჰვარის აჯანყება (ხორვ. Hvarska buna) (1510–1514 წწ.)[1]ადრიატიკის ზღვაში მდებარე დალმაციის კუნძულ ჰვარის ხალხისა და მოქალაქეების ცნობილი ამბოხება კუნძულის დიდგვაროვანი და მათი ვენეციელი მბრძანებლების წინააღმდეგ. აჯანყება დაიწყო კუნძულის ყველაზე დიდ ქალაქში, ასევე ცნობილი, როგორც ჰვარი, თუმცა, მოგვიანებით, გავრცელდა მთელს კუნძულზე.

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1420 წელს ვენეციის რესპუბლიკა მართავდა დალმაციას და მისი მოსახლეობის ხორვატ უმრავლესობას, ხოლო ქალაქის კომუნების ხელმძღვანელად დაინიშნა ვენეციელი დიდგვაროვანი (რომელსაც ეწოდებოდა Count), ამდენად, ადგილობრივ მოსახლეობას ვენეციამ წაართვა ყველაზე მნიშვნელოვანი ავტონომიური უფლება. თუმცა, ქალაქის საბჭოების მკვიდრი დიდგვაროვნები კვლავ ფლობდნენ ადგილობრივი ძალაუფლების უმეტესობას.

მე-15 საუკუნის დასაწყისში, ქალაქ ჰვარის მოქალაქეებმა შექმნეს ე.წ. მოქალაქეთა საბჭოები და ზოგიერთ სამთავრობო თანამდებობაზე, ისევე როგორც ხელისუფლებაში, ადგილები მოითხოვეს. ამ უწყვეტ მოთხოვნებზე მკვეთრი უარი აღმოჩნდა პირველი მიზეზი, რის გამოც დაიწყო აჯანყება. მეორე მიზეზი იყო დიდგვაროვნების შემზარავი საქციელი მოქალაქე ქალების მიმართ, რაც მოიცავდა სექსუალურ ძალადობას.[საჭიროა ციტირება] მათ ქმრებსა და მამებს არ გააჩნდათ იმის უნარი, რომ ძალადობა თავიდან აერიდებინათ ან მოძალადეები დაესაჯათ. მომდევნო მიზეზი იყო მოქალაქე ოჯახების სიმდიდრის ზრდა, რომელიც განაპირობებდა უზარმაზარ გავლენას.

ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ადგილობრივმა დიდგვაროვნებმა შეიმუშავეს კანონი, რომელიც კრძალავდა არჩევნებს მმართველ საბჭოში იმათთვის, რომელთა მამა ან ბაბუა არ იყო მისი წევრი. ამან დააკანონა ოლიგარქია ღმერთის ინსტიტუტად გამოცხადებულ საბჭოში და გაატარა კრიმინალური კანონები, რომლებიც განსაკუთრებით ზღუდავდა ჩვეულებრივ მოქალაქეებს. დიდგვაროვნები მოქმედებდნენ შუა საუკუნეების დაშინების პრინციპით, რომლის საშუალებითაც ჩვეულებრივი ხალხი, სავარაუდოდ, უფრო მეტ დანაშაულს ჩაიდენდა, ხოლო ბოროტ ხალხს, რომელიც ყველა შემთხვევაში ჩაიდენდა დანაშაულს, მხოლოდ მორჩილებით დააშინებდნენ.[საჭიროა ციტირება] შედეგად, ყველა ჩვეულებრივი მოქალაქე გამოდიოდა პოტენციურად ბოროტი, რომელთაც ამის გათვალისწინებით უნდა მოპყრობოდნენ. კანონიერი დისკრიმინაცია იყო კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აჯანყებაში.

აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჯანყების დაწყების მიზეზი გახდა რამდენიმე დიდგვაროვნის არაადამიანური საქციელი, რაც მოიცავდა მოქალაქე ქალბატონებზე სექსუალურ ძალადობას.[საჭიროა ციტირება] ჰვარის სახელგანთქმული მოქალაქის, მატია ივანიჩის მიერ მართულმა ამბოხებამ მყისვე მოიცვა კუნძული.[2][3] ივანიჩი, შეიარაღებული მოქალაქეების ჯგუფთან ერთად, ქალაქში შეიჭრა და თავს დაესხა დიდგვაროვნებს. ივანიჩმა ზოგიერთი სიკვდილით დასაჯა და მათი სახლები გადაწვა, ხოლო სხვები დაატუსაღა. მან ჰვარის მთავრისგან მოითხოვა გადასახადებსა და კრიმინალურ კანონთან მიმართებაში თანასწორობა.

ივანიჩმა კონტროლი დაამყარა კუნძულზე, რადგან შეკრიბა 2 000 შეიარაღებული მამაკაცი და 30 გალერა იმისთვის, რათა პატრულირება გაეწია სანაპიროზე და ვენეციიდან დიდგვაროვნების გაქცევა აღეკვეთა. მომდევნო წელს, ივანიჩმა ვენეციის რესპუბლიკას მოსთხოვა, რომ ყველა კლასის წარმომადგენელს ჰქონოდა საბჭოში შესვლის უფლება, რათა მთავრობა უფრო სამართლიანი გამხდარიყო. მსგავს მთავრობას 20 ბეჭედი და ხელმოწერა და კიდევ 60 გამოჩენილი მოქალაქე უჭერდა მხარს. ამავე დროს, მოქალაქეები დიდგვაროვნებს ადანაშაულებდნენ არასამართლიანობაში და მოითხოვდნენ მათ დასჯას.

ვენეციელები ნეიტრალურობას ინარჩუნებდნენ კონფლიქტის დასაწყისში, სავარაუდოდ, კამბრის ლიგის წინააღმდეგ ომის გამო. ვენეციელებმა ორივე მხარე მიიწვიეს საკუთარ ქალაქში და მთელს დალმაციაზე აჯანყების მნიშვნელოვანი გავლენის გამო, გადაწყვიტეს ენერგიულად მიეყვანათ ამბოხება დასასრულამდე. შედეგად, ჯიოვანი ნავაგერო (Zuane Navaiero – ვენეციაში) გააგზავნეს ჰვარში, სადაც 1511 წელს მან უცნობი საშუალებებით მოახერხა ამბოხების დაშოშმინება. თუმცა, აჯანყებულები კვლავ ინარჩუნებდნენ კონტროლს კუნძულზე და არ აძლევდნენ დიდგვაროვნებს დაბრუნების საშუალებას.

მიუხედავად ამისა, იმავე წლის დასასრულისთვის, ვენეციელების წინააღმდეგ შეინიშნებოდა არეულობა მთელს დალმაციაზე, რასაც გავრცელების საფრთხე ემუქრებოდა. აქედან გამომდინარე, 1512 წელს ვენეციამ სებასტიანო ჯუსტინიანი[4] გააგზავნა ჰვარში. სებასტიანო შეეცადა სასტიკად ჩაეხშო აჯანყება. მან საკუთარ კონტროლქვეშ მოაქცია მოქალაქეები, 69 ადამიანს მიუსაჯა გადასახლება და დააწესა 400 დუკატი მატია ივანიჩის თავისთვის. თუმცა, სებასტიანოს ხელი შეუშალა საკუთარი ჯარისკაცების საბოლოო მარცხმა ივანიჩის ძალებთან კუნძულის კიდევ ერთ ქალაქ იელსასთან ახლოს. სებასტიანო ჯიუსტინიანი გაიწვიეს, მაგრამ ვენეციელებმა გააგზავნეს 15 საომარი გალერა ვინჩენცო კაპელოს მეთაურობით, რათა დაესრულებინათ აჯანყება.

1514 წლის ოქტომბერში, კაპელომ მისვლისთანავე მოახერხა ამბოხებულთა ყველა საომარი გალერას განადგურება, მიუხედავად იმისა, რომ მათი რიგები გაჭიანურებული ბრძოლის შედეგად დაძლია. შემდგომში, მან ამბოხებულთა 19 ლიდერი ჩამოახრჩო, ხოლო სხვა 10 ლიდერს თავი მოკვეთა და თვალები დათხარა.[საჭიროა ციტირება]

ჰვარის ამბოხება ჩაიშალა, ხოლო მატია ივანიჩმა კუნძულიდან გაქცევა მოახერხა და დატოვა ვენეციელთა მიწები. იგი რამდენიმეჯერ წარუმატებლად შეეცადა ჰვარში დაბრუნებას და მოგვიანებით, გადავიდა იტალის ქალაქ ვიესტეში, სადაც წყაროების თანახმად, უკანასკნელად მოხსენიებულია დაახლოებით 1519 წელს. მოქალაქეთა თანასწორობისთვის ბრძოლა მისმა ვაჟმა, ივან ივანიჩმა და მისმა შთამომავლობამ განაგრძო არაძალადობრივი მეთოდებით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Men of empire: Power and Negotiation in Venice's Maritime State by Monique O'Connell.
  2. Cultural History of Croatia by Zvane Crnja
  3. International Dictionary of Historic Places: Southern Europe by Trudy Ring, Robert M. Salkin, Sharon La Boda
  4. The Rough Guide to Croatia by Jonathan Bousfield.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]