შინაარსზე გადასვლა

ჰემომეტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰემომეტრი, ჰემოგლობინომეტრი (ბერძ. haimatos – სისხლი და metreo — ვზომავ) — სამედიცინო ხელსაწყო. წარმოადგენს მარტივი აგებულების კალორიმეტრს, რომელსაც იყენებენ სისხლში ჰემოგლობინის რაოდენობის განსასაზღვრად. არსებობს რამდენიმე ტიპის ჰემომეტრი. ფართოდაა გავრცელებული სალის ჰემომეტრი, რომელიც შედგება ხის ან პლასტმასის ჩარჩოში მოთავსებული 2 ან 3 სინჯარისაგან. მათგან ერთი, გრადუირებული, ცარიელია, დანარჩენი კი დარჩილულია და გავსებულია მარილმჟავა ჰემატინის 1%-იანი ხსნარით ან 2 ფერის სხვა სითხით. უკანასკნელ წლებში ჰემოგლობინის განსასაზღვრად იყენებენ უფრო ზუსტ მეთოდს ფოტოელექტრომეტრის ან სპექტროფოტომეტრის გამოყენებით.