ჰარუთ გრიგორიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰარუთ გრიგორიანი
ჰარუთ გრიგორიანი
ნამდვილი
სახელი:
Հարութ Գրիգորյան
დაბ. თარიღი: 24 მარტი, 1989 (1989-03-24) (35 წლის)
დაბ. ადგილი: თალინი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი
მოქალაქეობა: სომეხი
ბელგიელი
აქტიურობის
წლები:
2007 - დღემდე
სტილი: მუაი-თაი, კიკბოქსინგი
მასწავლებლები: ნიკ ჰემერსი

ჰარუთ გრიგორიანი (სომხ. Հարութ Գրիգորյան; დ. 24 მარტი, 1989, თალინი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — სომეხი-ბელგიელი კიკბოქსერი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრგიგორიანი ასპარეზობდა 8 კაციან გრანდ პრიქსზე, „K-1 მსოფლიო MAX 2010 წლის დასავლეთ ევროპის ტურნირზე“, რომელიც გაიმართა 2010 წლის 21 მარტს უტრეხტში, ნიდერლანდებში. გრიგორიანმა ნაევარფინალსა და ფინალში დაამარცხა ბრუნო კარვალო და ანტონი კეინი; ფინალში იგი მოჰამედ ხამელს დაუპირისპირდა; შეხვედრა ჰარუთ გრიგორიანის მარცხით დასრულდა.[1] ამის შემდეგ, წლის ბოლოს მისი წაგება-მოგებათა მაჩვენებელი 2:0 იყო: გრიგორიანმა დაამარცხა ჰენრი ვან ოპსტალი და ალესანდრო კამპანა.

2011[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარუთ გროგორიანმა 2011 წელი დაიწყო 12 თებერვალს ჰენრი ვან ოპსტალის დამარცებით.

2012[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაგეგმილი იყო რომ ჰარუთ გრიგორიანი 2012 წლის 28 იანვარს ლიუვარდენში ჩატარებულ ევენთში „შოუს დროა 2012“ უნდა დაპირისპირებოდა ჩაჰიდ ოულად ელ ჰაჯის, თუმცა ელ ჰაჯიმ ტრავმის გამო შოუში მონაწილეობა ვერ მოახერხა.

2012 წლი 21 სექტემბერს გრიგორიანმა მოიპოვა პირველი გამარჯვება როგორც პროფესიონალმა მოკრივემ: მან ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა ჰოვანეს კიშმირიანი.[2]

2013[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგორიანისთვის შემდეგი შეხვედრა გაიმართა ჯუანა ჩაკონთან Enfusion Live: Barcelona, ბარსელონაში, ესპანეთში (2012 წლის 9 მარტი).[3]

2014[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 20 სექტემბერს მან იასპარეზა 8 კაციან გრანდ პრიქსზე A1 მსოფლიო საბძოლო თასზე, ეინდჰოვენში (ნიდერლანდებში). ჰარუთ გრიგორიანმა მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში დაამარცხა ნიკი ლოპეზი და ტაიფუნ ოზკანი და ფინალში ნორდინ ბენ მოჰს დაუპირისპირდა.გრიგორიანმა მოწინააღმდეგე პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონი გახდა.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარუთ გრიგოლიანი არის: 2010 წლის „K-1 World MAX“-ის დასავლეთ ევროპის მეორეადგილოსანი, ბენილუქსში გამართული „მუაი თაის“ ჩემპიონი 70 კილოგრამ კატეგორიაში, 2014 წლის A1 მსოფლიო საბძოლო თასის ტურნირის ჩემპიონი,[4] 2017 წლის გლორის კონკურსის გამარჯვებული 63,5 – 67 კგ კტეგორიაში და ამავე წონაში 2018 წლის გლორის ჩემპიონი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარუთიანი და მისი თანაგუნდელი მორატ გრიგორიანი ხშირად ძმები ჰგონიათ, თუმცა ორივემ დაადასტურა რომ ისინი კარგი მეგობრები არიან მაგრამ არა ძმები.[5][6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bad Left Hook, Global Boxing News and Commentary. Bad Left Hook.
  2. Rian Scalia. Harut Grigorian, Marc de Bonte Fighting Boxing Tomorrow. Liverkick.com.
  3. Rian Scalia. Enfusion Live Barcelona Full Fight Card For March 9. Liverkick.com.
  4. Displaying items by tag: Harut Grigorian. LiverKick. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-08. ციტირების თარიღი: 2016-03-09.
  5. MaratGrigorian. (24 May 2016) Noo. We are good friends.. ციტირების თარიღი: 17 September 2016
  6. „GLORY 54: Teammates Harut and Marat Grigorian want to hold GLORY titles simultaneously“. Glory Kickboxing. 24 May 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 24 May 2018.