ჰალი ფორდის ხელოვნების მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰალი ფორდის ხელოვნების მუზეუმი
44°56′18″ ჩ. გ. 123°02′02″ დ. გ. / 44.938500° ჩ. გ. 123.034000° დ. გ. / 44.938500; -123.034000
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
მდებარეობა ორეგონი
ოფიციალური საიტი http://www.willamette.edu/museum_of_art/index.htm
Map

ჰალი ფორდის ხელოვნების მუეუმი - უილიამიტის უნივერსიტეტის მუზეუმი სალემში, ორეგონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. სიდიდით მესამე მუზეუმი ორეგონის შტატში.[1] გაიხსნა 1998 წელს, სახელმის ბიზნეს ცენტრში, ორეგონის შტატის კაპიტოლიუმის მოპირდაპირე ქუჩაზე, სკოლის კამპუსის დასავლეთ ნაწილში. ჰალი ფორდის კოლექციაში შესულია ხელოვნებისა და ისტორიული არტეფაქტები და ძირითადად ორეგონის ხელოვნებასა და ორეგონელი მხატვრების ნამუშევრებზეა ფოკუსირებული..[2] მუზეუმში ექვსი გალერეიდან ორში დროებითი გამოფენები ეწყობა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ჩრდილო მხარე მთავარ შესასვლელთან ერთად
მუზეუმის შესასვლელი

ჰალი ფორდის მუზეუმის დაარსებამდე, უილიამიტის უნივერსიტეტში ხელოვნების სხვადასხვა ნიმუში იყო შეგროვებული.[3] 1896 წელს კოლექციები მუზეუმში გადაიტანეს, რომელიც უოლერის დარბაზის მეოთხე სართულზე იყო მოთავსებული.[4] 1940 წლისთვის მუზეუმი გიმნაზიის მეორე სართულზე გადაიტანეს.[5] ამ დროისთვის მუზეუმის კოლექციაში სხვა არტეფაქტებთან ერთად, ჩიტების, ხის ჯიშების, მინერალების, მცენარეთა სახეობების ნიმუშები, სხვადასხვა დოკუმენტი და ადგილობრივი ამერიკული არტეფაქტები შედიოდა.[5]

1990 წელს სპონენბურგის ოჯახმა დაწესებულებას ანტიკური, ევროპული, ახლო აღმოსავლური და აზიური ხელოვნების 250 ნიმუში გადასცა.[3] 1992 წელს კურსდამთავრებულმა დენ შნაიდერმა ხელოვნების ფაკულტეტის წევრს, როჯერ ჰალს შესთავაზა, რომ უნივერსიტეტის სამხატვრო კოლექციის გამოსაფენად სკოლას მუზეუმი უნდა ჰქონოდა.[3] 1994 წელს, როჯერ ჰალმა სკოლის დირექტორთა საბჭოს წინაშე პრეზენტაცია წარადგინა, რათა ხელოვნების მუზეუმის შექმნაში დაერწმუნებინა. შემდეგი ორი წლის მანძილზე მუზეუმის გახსნისთვის გეგმები შეადგინეს და კამპუსის მახლობლად მუზეუმისთვის შენობის შესაძენად შემოწირულობებიც მიიღეს.[3] დიდი შემოწირულობა ჰაილი ფორდმა და ფორდის ოჯახის ფონდმა გაიღო, რამაც მესვეურებს შენობის შეძენის შესაძლებლობა მისცა.[6] მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 1998 წელს და მის კოლექციაში ხელოვნების 3 000-ზე მეტი ნიმუში შედიოდა. იმ დროისთვის ჰაილი ფორდის ხელოვნების მუზეუმი ორეგონის შტატში ხელოვნების მუზეუმებს შორის სიდიდთ მეორე იყო.[7]

2002 წელს ადგილობრივთა გამოკითხვაში მუზეუმი სახვითი ხელოვნების საუკეთესო გალერეებს შორის დასახელდა.[8] 2003 წელს მუზეუმს რეგონის ხელოვნების საგანმანათლებლო ასოციაციისგან სერტიფიკატი გადაეცა[9] და ორეგონში, უილიამიტის ხეობის მასშტაბით მესამე საუკეთესო სამხატვრო გალერეად დასახელდა.[10] პირველ წელს მუზეუმი 16 000-მა დამთვალიერებელმა მოინახულა, ხოლო 2003 წლისთვის ვიზიტორთა რაოდენობა 30 000-მდე გაიზარდა.[11]

ჰალი ფორდის ხელოვნების მუზეუმმა 2007 წელს დამოუკიდებელი სააგენტოსგან, „National Endowement for the Arts“ ამერიკული შედევრების გრანტი მიიღო.[12] 50 000$-ის გრანტით გამოფენა „ცერემონიის ხელოვნება“ მოეწყო, რომელიც ორეგონში ამერიკული ადგილობრივი ტომების ცერემონიებს მიეძვნა. [13] 2013 წელს მუზეუმში გამოფენა „სამოთხის სუნთქვა, დედამიწის სუნთქვა“ მოეწყო.[14]

მუზეუმი 2021 წელს დაფუძნებული Monuments Men and Women Museum Network-ის წევრია.[15]

შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის შენობა Pacific Northwest Bell-ისთვის 1965 წელს აშენდა.[16] საერთაშორისო სტილის შენობის სამი სართული 2 500 კვ. მეტრ ფართობს მოიცავს და ადგილობრივი არქიტექტორის, ჯეიმზ ლ. პეინის მიერაა დაპროექტებული.[16] 1996 წელს უნივერსიტეტმა შენობა იმჟამინდელი მფლობელის, „Qwest Communications“-სგან შეიძინა.[3] 1997-1998 წლებში უილიამიტის უნივერსიტეტმა შენობის ხელახლა მოდელირება მოახდინა ჯონ ვეინერის დიზაინის შესაბამისად.[16]

შენობა 1998 წლის 3 ოქტომბერს გაიხსნა ორსართულიანი ატრიუმი-გალერეით, მარმარილოს პანელებითა და გარშემორტყმული ბაღით.[3] მუზეუმში საერთო ჯამში ექვსი გალერეაა, რომელთაგანაც ოთხში მუდმივი კოლექციაა გამოფენილი, ორში კი დროებითი გამოფენებია მოწყობილი.[9] 2008 წელს ექსტერიერისთვის მეტი ფერადოვნების უზრუნველსაყოფად მეორე სართულის ფანჯრებზე ფერადი ამრეკლავი პანელები დაემატა.

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაორის გამოფენა ჰალი ფორდის ხელოვნების მუზეუმში

ჰალი ფორდის ხელოვნების მუზეუმში სხვადასხვა კულტურისა და ეპოქის კოლექციებია დაცული.[17] ექვს გალერეაში ქანდაკებები, ნახატები, კალათები და სხვა ნიმუშებაი გამოფენილი. კოლექციებში ადგილობრივი ამერიკული ხელოვნების ნიმუშები, ევროპული ნახატები, ამერიკული და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები შედის.[9][18]

გრანდ რონდეს კონფედერაციის ტომების გალერეა წყნაროკეანური ჩრდილო-დასავლეთის ნაწილში მცხოვრები ადგილობრივი ამერიკული ტომების მიერ შექმნილ კალათებს მოიცავს.[18] ნამუშევრები 1940-იან წლებში ბირდისა და პოლესკის კოლექციებთან ერთად შეიძინეს.[18] მუზეუმის სხვა გალერეებია: მელვინ გენდერსონ-რუბიოს გალერეა, რომელშიც სამოგზაურო კოლექციებია გამოფენილი, გენერალური კოლექციების გალერეა, რომელშიც აზიური და ევორპული ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი, სასწავლო გალერეა, რომელშიც პატარა დროებითი კოლექციები იფინება და ნაბეჭდი პროდუქციის შესწავლის ოთახი, რომელშიც შრიფტები, ფოტოები და სხვა მასალებია გამოფენილი.[16]

ჰალი ფორდის ხელოვნების მუზეუმში დაცულია გერმანელი პეიზაჟისტის, ფრედერიკ ფერდინანდ შაფერის (1839-1927) ორი ნახატი: დილა ადირონდაკში[19] და ოლიმპის მთები, ვაშინგტონი,[20] რომლებიც 1996 წელს შეიძინეს.[21] მუზეუმის კოლექციაში შესულია ეგვიპტური, კორეული, ინდური, აფრიკული ხელოვნების ნიმუშები. მუზეუმში დაცულია პაულუსის კოლექცია, რომელიც ადრეული XX საუკუნის სალემის ნეგატივებს მოიცავს.[22]

ჰალი ფორდის მუზეუმი ამერიკის სახელმწიფო და ადგილობრივი ისტორიის ასოციაციის და ამერიკის მუზეუმთა ალიანსის წევრია.[23] 2005 წლისთვის მუზეუმის ფონდი 4.5 მილიონ $-ს ითვლიდა.[24]

ყოფილი გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წელს მუზეუმში სიეტლელი მხატვრის, მაიკლ სპაფორდის ნახატები იყო გამოფენილი.[25] 2005 წელს მუზეუმში პორტლენდელი მხატვრის, მაიკლ ბროფის რეტროსპექცივა მოეწყო.[26] 2007 წელს მუზეუმში ორეგონელი მხატვრის, ამანდა სნაიდერის ნამუშევრების ჩვენება მოეწყო.[27] სხვა გამოფენებიდან აღსანიშნავია: რიკ ბარტოუს, ჯეიკობ ლოურენსის, დევიდ გიზის, ფეი ჯონსის, ეუნიკ პარსონის, დევიდ გილჰულის, მერი ლუ ზიკისა და რობერტ ჰესის გამოფენები. [17]2002 წელს მუზეუმმა დროებით ეგვიპტური ხელოვნების გამოფენას უმასპინძლა,[28] ერთ-ერთი იყო აშშ-ის სამი მუზეუმიდან, რომელშიც მაორის ტომის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა,[29][30][31] 2007 წელს ანტიკური მინის ჭურჭლის კოლექციის გამოფენას უმასპინძლა.[32] 2011 წელს მელვინ ჰენდერსონ-რუბიოს გალერეაში როს პალმერ ბიჩერის გამოფენა „ამერიკანა“ მოეწყო.[33]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Taylor, Sue. Fay Jones at the Hallie Ford Museum; Salem, Ore. Art in America, October 1, 2007, Pg. 223(1) Vol. 95 No. 9 ISSN 0004-3214

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოორდინატები: 44°56′19″N 123°02′01″W / 44.938512° ჩ. გ. 123.033733° დ. გ. / 44.938512; -123.033733

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cowan, Ron. Resolve to help arts with attendance and attention. Statesman Journal, January 1, 2006.
  2. Galleries museums & artists; North Carolina-Washington; Directory. Art in America, August 1, 2006.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 About HFMA. დაარქივებული 2007-05-16 საიტზე Wayback Machine. Willamette University. Retrieved December 6, 2007.
  4. Oregon Office of Superintendent of Public Instruction (1897). „Willamette University“. Twelfth Biennial Report of the Superintendent of Public Instruction of the State of Oregon. Oregon State Printer: 114.
  5. 5.0 5.1 Writers' Program of the Work Projects Administration in the State of Oregon (1940). Oregon: End of the Trail, American Guide Series. Portland, Oregon: Binfords & Mort, გვ. 233. OCLC 4874569. 
  6. Danilov, Victor J. 2005. Women and Museums: A Comprehensive Guide. დაარქივებული 2012-11-13 საიტზე Wayback Machine. Lanham, MD: AltaMira Press.
  7. Willamette U.'s Artwork Moves to New Quarters. The Chronicle of Higher Education, September 25, 1998. Pg. A10.
  8. Cowan, Ron. Hallie Ford wins with art lovers. Statesman Journal, October 17, 2002.
  9. 9.0 9.1 9.2 Hallie Ford Museum receives award. Statesman Journal, October 26, 2003.
  10. Cowan, Ron. Bush Barn Art Center reigns in Best Art Gallery. Statesman Journal, October 16, 2003.
  11. Cowan, Ron. Hallie Ford Museum focuses on quality. Statesman Journal, April 25, 2004.
  12. Cowan, Ron. The Art of Ceremony. Statesman Journal, August 17, 2007.
  13. ART NOTES; Arts & Literature. The Register-Guard, August 23, 2007.
  14. Stabler, David (November 8, 2013). „Ancient Near East exhibit at Hallie Ford Museum takes viewers back 8,000 years“. The Oregonian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 November 2013. ციტირების თარიღი: 9 November 2013.
  15. A New Museum Network Is Focusing On the Monuments Men's Long-Overlooked Postwar Cultural Contributions en-US (2021-06-17). ციტირების თარიღი: 2021-07-14
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 Green, Virginia. Hallie Ford Museum. დაარქივებული 2007-06-14 საიტზე Wayback Machine. Salem Online History. Retrieved December 6, 2007.
  17. 17.0 17.1 Cowan, Ron. As the Hallie Ford Museum of Art hits its three-year anniversary, it continues Fulfilling a Mission. Statesman Journal, October 14, 2001.
  18. 18.0 18.1 18.2 Hallie Ford Museum of Art. Salem Historical Quarterly. Retrieved December 6, 2007.
  19. Schafer Painting Catalog: Painting record FFSd0616. დაარქივებული 2006-09-12 საიტზე Wayback Machine. Massachusetts Institute of Technology. Retrieved December 6, 2007.
  20. Schafer Painting Catalog: Painting record FFSd0617. დაარქივებული 2006-11-18 საიტზე Wayback Machine. Massachusetts Institute of Technology. Retrieved December 6, 2007.
  21. Saltzer, Jerome H. Frederick Ferdinand Schafer Painting Catalog: A brief biographical sketch of the artist. დაარქივებული 2007-01-06 საიტზე Wayback Machine. Massachusetts Institute of Technology. Retrieved December 6, 2007.
  22. Collections & Archives. დაარქივებული 2007-05-19 საიტზე Wayback Machine. Willamette University. Retrieved December 6, 2007.
  23. Hallie Ford Museum of Art: Fast Facts brochure, (March 2007).
  24. Ford gives museum $1 million, The Oregonian, February 25, 2005
  25. Hackett, Regina. Silent Shadows of Myth Revived in Spafford show. Seattle Post-Intelligencer, October 11, 1999.
  26. Raymond, Jonathan. Michael Brophy: Hallie Ford Museum of Art, Willamette University. დაარქივებული 2021-01-31 საიტზე Wayback Machine. ArtForum. Oct 2005. FindArticles.com. Retrieved on December 7, 2007.
  27. Libby, Brian. Breadth and balance. The Oregonian, November 2, 2007.
  28. Martinis, Cheryl. Visual arts a tour of Ancient Egypt's Art, Culture. The Oregonian, September 13, 2002.
  29. Cowan, Ron. Arts, culture move into future with an eye toward the past. Statesman Journal, January 2, 2006.
  30. Maori artworks make it across the Pacific. The Daily Yomiuri, August 11, 2005.
  31. Rosa, Shiels. Eternal Thread on to Salem. The Press, September 21, 2005.
  32. Akimoff, Timothy Alex. A Looking Glass into Antiquity. Statesman Journal, March 12, 2007.
  33. Past Exhibits: Ross Palmer Beecher, Americana en (2018). ციტირების თარიღი: 2018-03-27