ჯუჯუცუ კაისენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯუჯუცუ კაისენი (იაპონ. 呪術廻戦?, „მაგიური ბრძოლა“) — იაპონური სათავგადასავლო[1], ბნელი ფენტეზის[2] და ზებუნებრივი[1] თემატიკის ჟანრის მანგის სერია, რომლის ტექსტის ავტორი და მხატვარია გეგე აკუტამი. ჯუჯუცუ კაისენი 2018 წლის მარტიდან იბეჭდებოდა Shueisha-ის ყოველკვირეულ ჟურნალში Weekly Shōnen Jump. მიი მთავარი გმირია მოზარდი იტადორი იუჯი, რომელიც უერთდება ჯუჯუცუს ჯადოქრების საიდუმლო ორგანიზაციას, რათა მათთან ერთად დაამარცხოს ძლიერი წყევლა სახელად რიომენი სუკუნა, ჩასახლებული თავად იტადორიში.

ჯუჯუცუ კაისენის პირველი ლიცენზირებული ინგლისური ვერსია გამოქვეყნდა Viz Media-ს მიერ, რომელიც მანგას უშვებს 2019 წლის დეკემბრიდან. მანგის 24 ეპიზოდიანი სერიალის მოამზადა MAPPA-მ. იგი MBS გადიოდა 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მარტამდე. მისი მეორე სეზონი დაიწყო 2023 წლის ივლისში. ამავე პერიოდში მანგის გაყიდვებმა 80 მილიონს მიაღწია და იგი მსოფლიოს ერთ-ერთ გაყიდვად მანგად იქცა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 The Official Website for Jujutsu Kaisen. Viz Media. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი 2019
  2. Ressler, Karen. (25 თებერვალი, 2018) 3 New Manga Launch in Shonen Jump in March. ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი, 2018