ჯულია პასტრანა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯულია პასტრანა 1900 წლის წიგნიდან

ჯულია პასტრანა (1834—1860) — წვერიანი ქალი.

ბავშვი იყო, როდესაც იპოვეს მექსიკაში, დასახლებული პუნქტებისგან მოშორებით. ის თუ როგორ აღმოჩნდა ჯულია პასტარნა იქ, უცნობია. 1850-იან წლებში იგი დემონსტრირებულ იქნა ევროპაში, მათ შორის 1858 წელს რუსეთის იმპერიაში. თავისუფლად ფლობდა ორ ენას — ესპანურს და ინგლისურს. გარდაიცვალა მშობიარობის დროს მოსკოვში, სხვა მონაცმებით — გერმანიაში. დღეს მისი სხეული ინახება ნორვეგიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში.

მოხსენიებულია არკადი ავერჩენკოს მოთხრობაში „ფრანგულ გამოფენაზე ასი წლით ადრე“ («На Французской выставке за сто лет»), აგრეთვე ლევ ტოლსტოის მოთხრობაში „პოლიკუშკა“ («Поликушка»)

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • არკადი ავერჩენკო; „სამართებელი კისელში“ = «Бритва в киселе». — მოსკოვი: 1990. — გვ. 466.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]