ჯო მანტენია
იერსახე
ჯო მანტენია | |
---|---|
მანტენია 2014 წელს. | |
დაბადების სახელი | ჯოზეფ ენტონი მანტენია |
დაბადების თარიღი |
13 ნოემბერი, 1947 ჩიკაგო, ილინოისი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი |
საქმიანობა |
მსახიობი მწერალი პროდიუსერი რეჟისორი |
აქტიური | 1969-დღემდე |
შვილ(ებ)ი | 2, მათ შორის ჯია მანტენია |
საიტი | http://www.joemantegna.com/ |
ჯოზეფ ენტონი მანტენია (დ. 13 ნოემბერი, 1947) — ამერიკელი მსახიობი, მწერალი, პროდიუსერი და რეჟისორი.
მანტენიამ სასცენო კარიერა 1969 წელს დაიწყო. მას შემდეგ კი გამოჩნდა მრავალ ფილმსა და სატელევიზიო სერიალში, მათ შორისაა: „ქსანადუ“ (1980), „ფულის ოქრო“ (1986), „სამი მეგობარი“ (1986), „ეჭვმიტანილი“ (1987), „თამაშების სახლი“ (1987), „სიმფსონები“ (1988), „ალისა“ (1990), „ნათლია:შექმნის ისტორია“ (1990), „ნათლია 3“ (1990), „მკვლელობა“ (1991), „ბაგსი“ (1991), „ცხრა სიცოცხლე“ (2005), „ედმონდი“ (2005), „შიშველი შიში“ (2007), „სიმპსონების ფილმი“ (2007) და სხვა.
2007–2020 წლებში ამერიკულ კრიმინალურ სატელევიზიო სერიალ „კრიმინალურ აზროვნებაში“ თამაშობდა სპეცაგენტის, დეივიდ როსის როლს.