ჯოჯოხეთის კარიბჭე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
2011 წელი

ჯოჯოხეთის კარიბჭე — ბუნებრივი აირის საბადო თურქმენეთში, აჰალის პროვინციის სოფელ დერვაზაში. წარმოადგენს ბუნებრივი აირის წყაროს, რომელიც შეუწყვეტლად იწვის, მას შემდეგ რაც პირველად აანთეს საბჭოთა ნავთობქიმიკოსებმა 1971 წელს. დამწვარი გოგირდის მომწამლავი სუნი ვრცელდება ახლო მდებარე არეში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს სოფელ დერვაზაში, რომელიც თავის მხრივ, მდებარეობს ყარაყუმის უდაბნოს შუაგულში აშხაბადიდან 260 კმ ზე ჩრდილოეთით. აირის საბადო ერთ-ერთი ყველაზე დიდია მსოფლიოში. სახელი „ჯოჯოხეთის კარიბჭე“ უწოდეს ადგილობრივებმა, რაც დაკავშირებულია ცეცხლთან მდუღარე ტალახთან და ცეცხლის ალთან. ამ კარიბჭის კრატერის დიამეტრი 70 მეტრია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხედი ღამით, 2010 წელი

ეს საბადო 1973 წელს აღმოაჩინეს საბჭოთა მეცნიერებმა[1], ფიქრობდნენ რა რომ აქ უნდა ყოფილიყო ნავთობის საბადო. საბადოს პოვნის შემდეგ დაიწყეს აირის შენახვა, მაგრამ მიწა მთელი სათხრელი მოწყობილობისა და ბანაკის ქვეშ ჩაინგრა დიდ კრატერში და გაუჩინარდა. ამ ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. თუმცა დიდი რაოდენობით მეთანის აირი გამოთავისუფლდა და შექმნა გარემოს დაბინძურების პრობლემა, რომელიც პოტენციური საფრთხე იყო ახლომახლო მცხოვრები ხალხისთვის.

ეშინოდათ რა, რომ კიდევ უფრო მეტი სხვა მომწამლავი აირები გამოთავისუფლდებოდა მეცნიერებმა გადაწყვიტეს რომ დაეწვათ ის. მათ იფიქრეს, რომ უფრო უსაფრთხო იქნებოდა მეთანის დაწვა, ვიდრე მისი გამოლევა მიწიდან ძვირადღირებული მეთოდებით. იმ დროისათვის მოლოდინი შემდეგნაირი იყო: აირი დაიწვებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ იგი დღესაც იწვის.

შესაძლო სარგებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის აპრილში თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგულუ ბერდიმუჰამედოვი ეწვია საბადოს და გასცა განკარგულება, რომ ეს ხვრელი უნდა დახურულიყო ან უნდა მიეღოთ სათანადო ზომები, რათა შეზღუდულიყო მისი ზემოქმედება სხვა ბუნებრივი აირის საბადოებზე იმ არეში. თურქმენეთი გეგმავს რომ გაზარდონ ბუნებრივი აირის პროდუქციის ექსპორტი ჩინეთში, ინდოეთში, ირანში, რუსეთში და ჩრდილოეთ ევროპაში. თუ ნაკადმა არ დაიკლო, შემდეგ ოც წელში 75 მილიონი კუბომეტრი ბუნებრივი აირი გამოიყოფა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.dailymail.co.uk/sciencetech/article-2179622/The-Door-Hell-Giant-hole-Karakum-Desert-40-YEARS.html