ჯორჯ უილიამ ოზბორნ ჰოუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯორჯ უილიამ ოზბორნ ჰოუ (ჰაუ) (ინგლ. George William Osborn Howe; დ. 4 დეკემბერი, 1875, ჩარლტონი, კენტის საგრაფო — გ. 7 ნოემბერი, 1960, გლაზგო) — ინგლისელი რადიოტექნიკოსი, გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორი ელექტროტექნიკის დარგში (1921-1946). ჰოუს შრომები ეძღვნება რადიოტალღების გავრცელებასა და ანტენების ტექნიკას. გაამუშავა გრძელტალღიანი ანტენების ტევადობის გაანგარიშების მეთოდი, რომელსაც მისი სახელი უწოდეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]