ჯორჯ იანკოპულოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯორჯ იანკოპულოსი
ბერძ. Γιώργος Γιανκόπουλος
ინგლ. George Yancopoulos
დაბ. თარიღი 1959
დაბ. ადგილი კუინზი
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ბიოლოგი
მუშაობის ადგილი Regeneron Pharmaceuticals[1]
ალმა-მატერი კოლუმბიის უნივერსიტეტი, ბრონქსის სამეცნიერო სკოლა და კოლუმბიის უნივერსიტეტის საექიმო-ქირურგიული კოლეჯი
ჯილდოები ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[2] [3]

ჯორჯ იანკოპულოსი (ინგლ. George Yancopoulos, დ.1959, კუინზი, აშშ) — ამერიკელი მეცნიერი და ბიზნესმენი, ერთ-ერთი წამყვანი ბიოლოგი მსოფლიოში[4]. ის არის CSO, სამეცნიერო ხელმძღვანელი და პრეზიდენტი ბიოტექნოლოგიური კომპანიისა Regeneron Pharmaceuticals. იგი ერთ-ერთი ბერძენი მილიარდერია აშშ-ში. სამეცნიერო ინფორმაციის ინსტიტუტის ინფორმაციის მიხედვით, ჯორჯი მეთერთმეტე ადგილს იკავებდა ყველაზე ციტირებად მეცნიერებს შორის 1990-იან წლებში. მათ შორის მხოლოდ ის იყო ბიოტექნოლოგი. მსოფლიოში პირველი დირექტორი ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, რომელიც გახდა მილიარდერი[5][6]. 2004 წელს იყო ამერიკის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წევრი; ასევე ადიუნქთ-პროფესორი კოლუმბიის უნივერსიტეტში. ჯონ ჯეის პრემიის ლაურეატი 2003 წელს[7][8].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობის წლები, ოჯახი და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯორჯ იანკოპულოსი დაიბადა 1959 წელს, ქალაქ ვუდსაიდში, კუინზი, ნიუ-იორკი, აშშ. მამა — დამის იანკოპულოსი; დედა — ვასილიკა პეკმეზარი. საბერძნეთში სამოქალაქო ომის დასრულების შედეგ ჯორჯის მშობლები ნიუ-იორკში გადავიდენ საცხოვრებლად. ჯორჯს ჰყავს და — სოფია, რომელმაც დაამთავრად კოლუმბიის უნივერსიტეტი და მეცნიერია თეორიული ასტროფიზიკის მიმართულებით.

იანკოპულოსების ოჯახმა სამოქალაქო ომის შედეგად მთელი ქონება დაკარგა[9].

ჯორჯის მამა, საბერძნეთში ცხოვრებისას, მეორე მსოფლიო ომის წლებში ნაცისტების წინააღმდეგ, ხოლო სამოქალაქო ომისას კომუნისტების წინააღმდეგ იბრძოდა. მას განათლება არ ჰქონდა მიღებული. აშშ-ში ემიგრაციის შემდეგ მუშაობდა სადაზღვეო აგენტად. იყო ბერძნული დიასპორის აქტიური წევრი[9].

კარიერა Regeneron-ში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წელს მან დაიწყო მუშაობა Regeneron-ში მეცნიერის ამპლუაში. 1989-1991 წლებში გახდა უფროსი მენიერ-თანამშრომელი Regeneron-ის შვილობილ კომპანიაში Regeneron Research Laboratories. 1991-1992 წლებში გადამუშავებების ხელმძღვანელი Regeneron Research Laboratories-ში. 1992-1997 წლებში იყო კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, 1997-დან — უფროსი ვიცე-პრეზიდენტი. 1998-დან CSO Regeneron-ში. 2000 წელს გახდა Regeneron Research Laboratories-ის პრეზიდენტი, ასევე სამეცნიერო დირექტორი 2001-დან. 2016-ში კი Regeneron-ის დირექტორიც გახდა.

წლების მუშაობის განმავლობაში ჯორჯმა ინტერესის სფეროებიც გაზარდა, რომელიც ნერვული სისტემის მიღმა კვლევებსაც მოიცავს, დაწყებული თვალის დაავადებებიდან, დამთავრებული კიბოთი.

ბავშვობიდან ამერიკაში ბერძნული დიასპორის აქტიური წევრია. 2017 წელს იანკოპულოსი ნიუ-იორკში მოწვეულ რუს ბიზნესმენთან ერთად, წინ უძღოდა საბერძნეთის დამოუკიდებლობის 196-ე წლის თავისათვის მიძღვნილ აღლუმს.

სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები და მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამუშაოები, კერძოდ ეძღვნება ზრდის ფაქტორების ძიებას, როგორიცაა ნეიროტროფინები, ეფრინები და ანგიოპოეტინები, მათი რეცეპტორებისა და სასიგნალო გზების, ასევე დაავადებების მკურნალობის ახალ მიდგომებს.

იანკოპულოსი თავისი გუნდის ძრითად წევრებთან ერთად Regeneron-ში წარმოადგენს სამედიცინო პრეპარატების მთავარ გამომგონებელს.

2017 წლის მარტის ბოლოს FDA-მ დაამტკიცა მონოკლონური ანტისხეული Dupilumab, რომელიც შეშავებულ იქნა Regeneron-ში ფრანგულ ფარმაცევტულ კომპანია Sanofi-თან თანამშრომლობით. ის მიზნად ისახავს ისეთი ატიპური დაავადებების განკურნებას, როგორიცაა დერმატიტი. თექვსმეტკვირიანი კვლევის შედეგი გამოქვეყნებულ იქნა ახალი ინგლისის სამედიცინო ჟურნალში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯორჯ იანკოპულოსს ჰყავს ოთხში შვილი. მათ შორის ორი გოგო — ურანია და დიმიტრი; და ორი ვაჟი — დამისი და ლუკასი.

პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ის ბევრი სამეცნიერო ლიტერატურის ავტორია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://newsroom.regeneron.com/board-directors-management/george-yancopoulos
  2. https://www.aaas.org/news/aaas-fellow-class-2014-announced
  3. https://www.aaas.org/news/new-aaas-fellows-recognized-their-contributions-advancing-science
  4. Δρ. Γιώργος Δ. Γιανκόπουλος: Ο Καστοριανός ομογενής που βρήκε το φάρμακο κατά της δερματίτιδας και των σοβαρών εκζεμάτων. Fouit.gr (Οκτωβρίου 3, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-13. ციტირების თარიღი: 2019-04-26.
  5. Regeneron’s George Yancopoulos: Scientist, Humanitarian, Father. The National Herald (October 2, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 26, 2019. ციტირების თარიღი: აპრილი 26, 2019.
  6. Herper, Matthew. (July 28, 2015) Regeneron's George Yancopoulos Becomes Pharma's First Billionaire R&D Chief. Forbes.
  7. McKay Wilson, David. (2013) Vision Quest. Columbia College Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-13. ციტირების თარიღი: 2019-04-26.
  8. https://www.rockefeller.edu/news/9074-marc-tessier-lavigne-receives-lifetime-achievement-award-from-biotech-executives
  9. 9.0 9.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის :4 არ არის მითითებული ტექსტი; $2