შინაარსზე გადასვლა

ჯონ უილიამსი (მწერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ უილიამსი
ინგლ. John Edward Williams
დაბადების თარიღი 29 აგვისტო, 1922(1922-08-29)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი Clarksville
გარდაცვალების თარიღი 3 მარტი, 1994(1994-03-03)[1] [4] [5] (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი ფეიეტვილი[1]
საქმიანობა პოეტი, რომანისტი, მწერალი და უნივერსიტეტის პროფესორი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი დენვერის უნივერსიტეტი და მისურის უნივერსიტეტი
Magnum opus Butcher's Crossing, Stoner და Augustus
ჯილდოები წიგნების ეროვნული პრემია[6] და გუგენჰაიმის სტიპენდია

ჯონ ედვარდ უილიამსი (ინგლ. John Edward Williams; დ. 29 აგვისტო, 1922, ტეხასი — გ. 3 მარტი, 1994, არკანზასი) — ამერიკელი მწერალი, პოეტი, რედაქტორი და პროფესორი. იგი ცნობილია რომანებით „სტოუნერი“ („Stoner“, 1965) და „ავგუსტუსი“ („Augustus“, 1972).[7] ამ უკანასკნელისთვის მას 1973 წელს აშშ-ის წიგნის ეროვნული ჯილდო (The National Book Awards) მიენიჭა.[8]

უილიამსი გაიზარდა ტეხასის ჩრდილო-აღმოსავლეთით.[7] მისი მშობლები ფერმერები იყვნენ. მამინაცვალი მუშაობდა საფოსტო განყოფილებაში. ლიტერატურული და თეატრალური ნიჭის მიუხედავად, უილიამსი პირველი კურსის შემდეგ ყველაზე ადგილობრივი კოლეჯიდან გარიცხეს. იგი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა გაზეთებსა და რადიოებში, შემდეგ 1942 წლის დასაწყისში დაიწყო სამხედრო სამსახური აშშ-ს საჰაერო ძალებში, სადაც მსახურობდა ორწლინახევრით სერჟანტად, ის ინდოეთსა და მიანმარში იმყოფებოდა. მსახურობის დროს მან დაიწყო მუშაობა თავის პირველ რომანზე, „არაფერი გარდა ღამისა“ (Nothing but Night), რომელიც 1948 წელს გამოიცა.

ომის ბოლოს უილიამსი საცხოვრებლად გადავიდა კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში, სადაც 1949 წელს ადგილობრივ უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1950 წელს — მაგისტრის დიპლომი. დენვერის უნივერსიტეტში სწავლის დროს გამოქვეყნდა მისი ორი წიგნი: „არაფერი გარდა ღამისა“ (Nothing But the Night, 1948) — რომანი, რომელიც ტრავმირებული ადამიანის შიშსა და ურჩობას ასახავს, და ლექსების კრებული „გატეხილი პეიზაჟი“ (The Broken Landscape, 1949). მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, უილიამსი მისურის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლება და ინგლისურ ლიტერატურაში დისერტაციის დაწერის შემდეგ, 1954 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი.

1955 წელს უილიამსი დაბრუნდა დენვერის უნივერსიტეტში, როგორც ასისტენტ პროფესორი, და გახდა ერთ-ერთი კვლევითი პროგრამის ხელმძღვანელი. 1960 წელს გამოქვეყნებული რომანი „Butcher’s Crossing“ აღწერს კაცის ისტორიას, რომელიც ცდილობდა კანზასში 1870-იან წლებში მიწა აეთვისებინა.[9]

1963 წელს უილიამსი გამოვიდა „რენესანსის დროის ინგლისური პოეზიის“ რედაქტორად. მანვე დაწერა ამ ანთოლოგიისთვის პროლოგი. მისი ლექსების მეორე კრებული „აუცილებელი ტყუილი“ (The Necessary Lie, 1965) გამოქვეყნდა Verb Publications-ის მიერ. უილიამსი გახდა დენვერის უნივერსიტეტის ყოველკვარტალური ჟურნალის (University of Denver Quarterly, მოგვიანებით Denver Quarterly) დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი,[7] რომელმაც პირველად იხილა დღის სინათლე 1965 წელს. იგი 1970 წლამდე რჩებოდა ჟურნალის მთავარ რედაქტორად.

უილიამსის მესამე რომანი „სტოუნერი“, გამოგონილი ამბავია მისურის უნივერსიტეტის ინგლისურის ლექტორზე. ის გამოაქვეყნა 1965 წელს Viking Press-მა. უილიამსის მეოთხე რომანი „ავგუსტუსი“ (Augustus, 1972), რომელიც ოქტავიანე ავგუსტუსის სასტიკი პერიოდის შესახებ მოგვითხრობს, დღემდე არ კარგავს პოპულარობას. რომანს გადაეცა წიგნის ეროვნული პრემია ფანტასტიკის ჟანრში, ჯონ ბარტის „ქიმერა“-სთან (Chimera) ერთად. პრიზი პირველად გაიყო ორ ლაურეატს შორის.[8]

უილიამსი დენვერის უნივერსიტეტიდან 1985 წელს გავიდა პენსიაზე. გარდაიცვალა 1994 წელს სუნთქვის ორგანოთა დაავადებით, თავის სახლში, ფეიეტვილში, არკანზასი.[7]

უილიამსს უყვარდა ლიტერატურის კითხვა. 1985 წლის ინტერვიუში მას ჰკითხეს: „ლიტერატურა იწერება გართობის მიზნით?“, რაზეც მან მტკიცედ უპასუხა: „აბსოლუტურად. ღმერთო ჩემო, სისულელეა სიამოვნების გარეშე კითხვა“.[10]

  • Nothing But the Night (1948)
  • Butcher's Crossing (1960)
  • Stoner (1965)
  • Augustus (1972)
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #1038675642 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Munzinger Personen
  6. https://www.nationalbook.org/awards-prizes/national-book-awards-1973/
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Saxon, Wolfgang. (1994-03-05) John Williams, 71, a Novelist, Editor and Professor of English. The New York Times. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2020.
  8. 8.0 8.1 National Book Awards — 1973. nationalbook.org. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2020.
  9. Butcher’s Crossing: John Williams, introduction by Michelle Latiolais. nybooks.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-03. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2020.
  10. Stoner: John Williams, introduction by John McGahern". nybooks.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-15. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2020.