ჯონი გუნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯონი გუნია (დ. 7 იანვარი, 1940, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალკო ფაკულტეტი.


1963–1965 წლებში იყო სოფ.დურიფშის სასოფლო საავადმყოფოს ექიმი–ქირურგი. 1965–1966 წლებში თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შოკის ბრიგადის ექიმი–ქირურგი. 1966 წლიდან მუშაობს ნევროლოგიის ინსტიტუტში. ავტორია 87 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ნევროლოგიის ინსტიტუტის ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგი.

1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ზედა საგიტალური სინუსის კედლებისა და დიდი ნამგლისერბური მორჩის გაღიზიანების გავლენა სუნთქვასა და გულ–სისხლძარაღვთა სისტემაზე სხვადასხვა ანესთეზიის პირობებში.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 83

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]