შინაარსზე გადასვლა

ჯონათან ევანზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონათან ევანზი
ჯონათან ევანზი
MI5-ის გენერალური დირექტორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 აპრილი 2007  22 აპრილი 2013
წინამორბედიელიზა მენინგემ-ბულერი
მემკვიდრეენდრიუ პარკერი

ჯონათან ევანზი (ინგლ. Jonathan Evans; დ. 17 თებერვალი, 1958) — ბრიტანეთის უშიშროების სამსახურის (MI5) გენერალური დირექტორი 2007 წლის 21 აპრილიდან 2013 წლის 22 აპრილამდე, როდესაც უწყების ხელმძღვანელად ენდრიუ პარკერი დაინიშნა.[1][2] გენერალური დირექტორის თანამდებობიდან პენსიაზე გასვლის შემდეგ, HSBC Holdings-ის საბჭოს არააღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე განაგრძო საქმიანობა.[3]

დაიბადა 1958 წლის 17 თებერვალს,[4][5] იზრდებოდა კენტის საგრაფოში. განათლება სევენოუქსის სკოლაში (Sevenoaks School) მიიღო, რომელიც იმ პერიოდისთვის მხოლოდ ბიჭებისთვის განკუთვნილ კერძო სკოლას წარმოადგენდა.[4]

დაამთავრა ბრისტოლის უნივერსიტეტი, სადაც კლასიკური ლიტერატურა შეისწავლა და ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი (Bachelor of Arts) მიიღო.[6][7]

1980-იან წლებში ევანზი უშიშროების სამსახურის თანამშრომელი გახდა. თავდაპირველად იგი კონტრდაზვერვაში მუშაობდა. 2007 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ იგი MI5-ის გენერალურ დირექტორის თანამდებობას დაიკავებდა ელიზა მენინგემ-ბულერის შემდეგ.[8] 2007 წლის აპრილიდან კი აღნიშნულ უწყებას ჩაუდგა სათავეში. ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, ევანზის ხელფასი £159,999 შეადგენდა.[9]

ევანზი ქრისტიანია, რომელიც ბაპტისტად გაიზარდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იყო უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ქრისტიანული მეგობრობის (Universities and Colleges Christian Fellowship) წევრი.[10] 2024 წლის მდგომარეობით, იყო ინგლისის ეკლესიის (Church of England) წევრი.[11]

შემდგომი საკითხავი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Appointment of the new Director General of the Security Service“. Home Office. 2013-03-28. ციტირების თარიღი: 2025-11-21.
  2. „Director General“. MI5. ციტირების თარიღი: 2025-11-21.
  3. BBC News - HSBC appoints ex-MI5 chief Sir Jonathan Evans to board. Bbc.co.uk (2013-05-31). ციტირების თარიღი: 2025-11-21
  4. 1 2 Evans of Weardale, Baron, (Jonathan Douglas Evans) (born 17 Feb. 1958) en. Oxford University Press (2024-12-01). ციტირების თარიღი: 2025-11-21
  5. EVANS Jonathan, World Who's Who (Europa Biographical Reference)
  6. Administrator. Iris Online. irisonline.org.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-25. ციტირების თარიღი: 2025-11-21
  7. Andrew, Christopher (2009). The Defence of the Realm. Allen Lane, გვ. 806. ISBN 978-0-7139-9885-6. 
  8. „MI5 deputy to take over as head“. BBC News. 2007-03-07. ციტირების თარიღი: 2025-11-21.
  9. „Quango chiefs' salaries revealed“. BBC News. 2010-07-02. ციტირების თარიღი: 2025-11-21.
  10. Former MI5 boss Lord Evans on his Christian faith en. Premier Plus (2024-04-26). ციტირების თარიღი: 2025-11-21
  11. Appointment of Chairman of the Crown Nominations Commission for Canterbury: 16 December 2024 en. Prime Minister's Office, 10 Downing Street (2024-12-16). ციტირების თარიღი: 2025-11-21