ჯერსიული ჯიში
ჯერსიული ჯიში — მსხვილი რქოსანი საქონლის სარძევე მიმართულების ჯიში. გამოყვანილია ინგლისში ნორმანდიული და ბრიტანული ადგილობრივი საქონლის გაუმჯობესებისა და რძეღალიანობის მიხედვით გადარჩევის გზით. ჯერსიული ჯიშს აქვს ნაზი კონსტიტუცია. ფერად ღია თაფლა და მოვარდისფრო-მოყვითალოდან მუქ მურამდეა. კუროს მასა 600-700 კგ, ფურისა 360-400 კგ. წლიური მონაწველი საშუალოდ 3500 კგ რძეა. ცხიმიანობა 5-6%. ჯერსიული ჯიში მოშენებულია ევროპისა და ამერიკის ბევრ ქვეყანაში. ყოფილ სსრკ-ში იგი პირველად 1947 წელსშეიყვანეს. კუროებს იყენებენ სხვა მერძეული ჯიშის ფურებთან შესაჯვარებლად და რძეღალიანობის ასამაღლებლად.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 556.