ჯეინ ჯეიკობსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯეინ ჯეიკობსი (Jane Jacobs, OC, O.Ont; დ. 4 მაისი, 1916 - გ. 25 აპრილი, 2006), დაბადებით ამერიკელი, კანადელი ურბანისტი, მწერალი და აქტივისტი. ყველაზე უკეთ ცნობილი წიგნით "დიდი ამერიკული ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე " (1961), აშშ-ში 1950-იანი წლების ურბანული განახლების პოლიტიკის მწვავე კრიტიკა. წიგნი მნიშვნელოვნად გაცდა ქალაქგეგმარების თემებს და ამ დროის პოპულარულ მსოფლმხედველობაზე მოახდინა გავლენა.

საყოველთაოდ ცნობილი ნაბეჭდი წიგნების გარდა ჯეიკობსი ასევე კარგად ცნობილია სამოქალაქო საპროტესტო აქციებით, რომლებსაც ის აწყობდა ურბანული განახლების პროექტების ბლოკირებისათვის. მისმა ძალისხმევამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ქვემო მანჰეტენის გზატკეცილის პროექტის საბოლოო დასამარებაში, ხოლო 1968 წელს კანადაში გადასახლების შემდეგ, ასეთივე გავლენა იქონია სპადინას გზატკეცილის გეგმისა და მასთან დაკავშირებული ავტოსტრადების მშენებლობის გაუქმებაში.