ჯარის გვარეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჯარის გვარეობაშეიარაღებული ძალების სახეობის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც მისთვის დამახასიათებელი იარაღი და საბრძოლო ტექნიკა აქვს. XVI საუკუნიდან XX საუკუნემდე სხვადასხვა არმიაში არსებობდა სამი ჯარის გვარეობა: ქვეითი ჯარი, კავალერია და არტილერია. თანამედროვე შეიარაღებული ძალების ჯარის გვარეობებს განეკუთვნება: სახმელეთო ჯარების სარაკეტო ჯარები, მოტომსროლელი ჯარები, სატანკო ჯარები, არტილერია, ჰაერსადესანტო ჯარები, საზენიტო სარაკეტო ჯარები, ბომბდამშენი ავიაცია, გამანადგურებელი ავიაცია და სხვა. შეიარაღებული ძალების გვარეობებს — წყალქვეშა ნავები, წყალზედა ხომალდები, საზღვრის ქვეითი ჯარი და სხვა. ყოველ ჯარის გვარეობას სათავეში უდგას სარდალი ან ემორჩილება შეიარაღებული ძალების ამ სახეობის მთავარსარდალს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]