ჯანგირ აღა
იერსახე
ჯანგირ აღა | |
---|---|
Cangîr Axa | |
ჯანგირ აღა თავის ოჯახთან ერთად. 1901 წ. | |
ეროვნება | ეზიდი |
დაბადების თარიღი | 1874 |
დაბადების ადგილი | ჩობუღლი, ვანის ვილაიეტი, ოსმალეთის იმპერია (ამჟამად თურქეთი) |
გარდაცვალების თარიღი | 1943 |
გარდაცვალების ადგილი | სარატოვი, სსრკ |
კუთვნილება |
რუსეთის იმპერია სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა |
ბრძოლები/ომები |
კავკასიური ფრონტი (პირველი მსოფლიო ომი) ბაშ-აპარანული ბრძოლა |
ჯანგირ აღა (ქურთ. Cangîr Axa (დ. 1874, ჩობუღლი, ვანის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია – გ. 1943, სარატოვი, სსრკ) — ეზიდთა და ასევე სომხეთის ეროვნული გმირი.
დაიბადა სოფელ ჩობუღლიში, ვანის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია. მანდიკის ტომის მეთაურის ხათიბ-აღის შვილი. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1915 წელს რუსეთის იმპერიას ჩაბარდა და მოქალაქეობა თხოვა. 1918 წელს სომხეთის რესპუბლიკის არმიაში გენერალ ანდრანიკთან ერთად მეთაურობს. 1939 წელს იყო რეპრესირებული სარატოვის ციხეში. 1943 წელს იქვე გარდაიცვალა.
სახალხო სიმღერები ჯანგირ აღაზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- «Езиды Ванского Вилайета Османской империи Турции» - ქარამე ანყოსი 2008