ჯალღუზისებრი სხეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჯალღუზისებრი სხეულიეპიფიზი, ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის ორგანო, რომელიც ვითარდება შუა ტვინის (მეზენცეფალონი) დორსალური ნაწილის გამონაზარდის სახით. ადამიანის ჯალღუზისებრი სხეულის მასაა 0,2 გ, სიგრძე - 8 მმ, სიგანე 6 მმ, სისქე 4 მმ. მდებარეობს ტვინის სახურავის (ოთხგორაკი) ზემო გორაკებს შორის ღარში. მხედველობის ბორცვებთან დაკავშირებულია წვრილი მოთეთრო ზოლების - ფეხების საშუალებით. ჯალღუზისებრი სხეული მოთავსებულია სისხლძარღვოვან გარსში. ფიქსირებულია ტვინზე. დიდი სიფრთხილე და ხელოვნებაა საჭირო იმისთვის, რომ დაუზიანებლად გაათავისუფლომის ამ გარსისგან. ორგანოს ფუნქცია საბოლოოდ დადგენილი არ არის. იგი ინტენსიურად ვითარდება 7 წლამდე, შემდეგ იწყება მისი უკუგანვითარება, რაც გამოიხატება ორგანოში შემაერთებელი ქსოვილის ზრდით და მინერალური მარილების (კარბონატები, ფოსფატები, კალციუმი, მანგანუმი) ჩალაგებით. წიწილებში ჯალღუზისებრი სხეულის მოცილება იწვევს ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას, ხოლო ძუძუმწოვრებში - სასქესო სისტემის აქტივაციას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]