ხრიალა
იერსახე
| ხრიალა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Rhinanthus | ||||||||||||
| ||||||||||||
ხრიალა (ლათ. Rhinanthus) — მცენარეთა გვარი შავწამალასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი, ნახევრად პარაზიტი მცენარეებია. მათი გვირგვინი ყვითელია, ორტუჩა. ჯამი ნაყოფობისას ბუშტისებრ დიდდება და ზედვე რჩება.
50-მდე სახეობა ძირითადად გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში გვხვდება ხრიალას 7 სახეობა.
იზრდება მდელოებზე, მინდვრებში, ნათესებსა და რუდერალურ ადგილებში ალპურ სარტყლამდე. სახლდება მდელოს მარცვლოვნების ფესვებზე და აკნინებს მათ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუყბანიანი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 508.