ხონის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხონის ეკლესია

ხონის ეკლესია ― ისტორიული ძეგლი საქართველოში, ქალაქ ხონში.

ნაშენია ოთხკუთხედი, თლილი ქვით. უგუმბათოა. სამხრეთით და ჩრდლოეთით მიშენებული აქვს კედლები ეკლესიის გადიდების მიზნით. XX საუკუნის დასაწყისში შემორჩენილი იყო ძველი ფრესკების და წარწერების ფრაგმენტები. ეკლესია ადრე ქვით იყო დახურული, შემდეგ კი გადახურვა შეიცვალა თუნუქით. ეკლესიას გარს უვლის მაღალი ქვის გალავანი. სამხრეთის მხარეს გალავანთან აღმართულია სამრეკლო, რომელიც ნაშენია იმავე თლილი ქვით, რომლითაც ეკლესია. სამრეკლოს პირველი სართული ოთხკუთხედია, მეორე კი მრავალკუთხედი ექვსი გაშლილი თაღით. ეკლესია აშენებულია XI საუკუნეში, გიორგი I-ის დროს და განახლებულია XII და XIV საუკუნეებში. უკანასკნელი განახლება მოხდა 1862 წელს მღვდელ ვასილ ქუთათელაძის დროს. 1884 წლის 15 მარტს ხონის ეკლესია გაქურდეს და ბევრი ძვირფასი ნივთი წაიღეს.

ეკლესია შეისწავლეს დიმიტრი ბაქრაძემ, მარი ბროსემ, ნიკოდიმ კონდაკოვმა და ექვთიმე თაყაიშვილმა.

ეკლესიაში დაცული იყო წინდა გიორგის XI საუკუნის ხატი, ასევე წმინდა გიორგის XVII საუკუნის ორი ხატი და სხვა სიძველეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თაყაიშვილი ე., „ხონის ეკლესია და მისი სიძველენი“ // ძველი საქართველო, ტ. III, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1914. — გვ. 270-302.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9752