ხმელეთის კუები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხმელეთის კუები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Testudinidae

ხმელეთის კუები (Testudinidae) — ქვეწარმავლების ოჯახი ფარულკისრიან კუთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 10 სმ - 1 მ აღწევს. ჩვეულებრივ, მაღალი და ამობურცული ბაკანი აქვთ. ზურგის ფარი უძრავადაა შეერთებული მუცლის ფართან, ორივე დაფარულია მსხვილი და სქელი რქოვანი ფირფიტებით. თითები შეზრდილია. თავი მთლიანად იმალება ბაკანში. ოჯახის 6 (სხვა ვერსით 10) გვარი აერთიანებს 40-მდე სახეობას. გავრცელებული არიან ძირითადად აფრიკაში, ასევე აზიაში, სამხრეთ ევროპასა და ამერიკაში. საკმაოდ ზანტი ცხოველები არიან. ზოგჯერ 100 და უფრო მეტ წელს ცხოვრობენ. აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება ხმელთაშუა ზღვის კუ (Testudo graeca). ბინადრობს ქსეროფიტულ ადგილებში. იკვებება მცენარეულობით. მრავლდება კვერცხით. ამჟამად მისი რაოდენობა ბევრ ადგილზე შემცირებულია. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]