ხენტკაუს I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხენტკაუს I

ხენტკაუს I — ფარაონ უსერკაფის მთავარი ცოლი. ფარაონ მენკაურას შვილი.

მისი პირამიდა მდებარეობს მამის პირამიდის გვერდით, რომლის შესასვლელზეც აწერია: „ხენტკაუსი, ზემო და ქვემო ეგვიპტის მეფე, ზემო და ქვემო ეგვიპტის მეფის დედა, ღმერთის შვილი, ყველაზე ლამაზი.“

მისი ტიტულები იყო: „მეფის დედა“, „ორი მეფის დედა“.

ხენტკაუსთან აღმოჩენილია ფარაონის ატრიბუტები: ხელოვნური წვერი და სამეფო კობრა შუბლზე. სავარაუდოდ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ იგი ქვეყანას ფარაონის ტიტულით მართავდა, თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი მხარს არ უჭერს ამ ვერსიას, მიაჩნიათ, რომ ქალი (იშვიათი გამონაკლისის გარდა) არ შეიძლება ყოფილიყო ფარაონი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dilwyn Jones: An Index of Ancient Egyptian Titles, Epithets and Phrases of the Old Kingdom, Band 1, 427, Nr. 1578, Oxford, 2000, ISBN 1-84171-069-5
  • Michael Rice: Who is who in Ancient Egypt, Routledge London & New York 1999, ISBN 0-203-44328-4
  • Hassan, Selim. Excavations at Gîza IV. 1932–1933. Cairo: Government Press, Bulâq, 1930