ხელოვნური გადარჩევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ხელოვნური გადარჩევა (აგრეთვე ცნობილი როგორც ხელოვნური სელეცქცია) არის პროცესი, რომელსაც ადამიანები იყენებენ მეცხოველეობაში და მემცენარეობაში, რათა შერჩევით განავითარონ სასურველი ფენოტიპური თვისებები. ეს მიიღწევა სასურველი ნიშნების მატარებელი მდედრებისა და მამრების შეჯვარებით. შინაური ცხოველებისა და მცენარეების ხელოვნური გადარჩევის გზით გამოყვანილი სახესხვაობები ცნობილია როგორც ჯიშები. ორი სხვადასხვა წმინდა სისხლის (ჯიშის) ცხოველების შეჯვარებით მიიღება ჰიბრიდი. თანამედროვე კულტივირებული მცენარეებისა და ცხოველების უდიდესი ნაწილი მრავალსაუკუნიანი ხელოვნური გადარჩევის ნაყოფია.