ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის ლოგო

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა — ბიბლიოთეკა ხაშურში. იგი თავის ისტორიას იწყებს 1937 წლიდან. არსებობიდან დღემდე მრავალჯერ იცვალა იურიდიული ფორმა და სახელწოდება. დღეს ის წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს სახელწოდებით ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა“.[1]

მთავარ ბიბლიოთეკა კოორდინაციას უწევს მასში შემავალ საბავშვო და სურამის განყოფილებებს.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი დამფუძნებელი – ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა (გამგებლის სახით) ორგანიზაციის ძირითადი მიზანებია: ა) ინტელექტუალური დონის ამაღლების ხელშეწყობა მოსახლეობაში ბ) საბიბლიოთეკო ქსელის მოწყობა-ფუნქციონირება და განვითარება. გ) სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი პროგრამების დანერგვა და განხორციელება. დ) საინფორმაციო ბაზის შექმნა და საინფორმაციო სახის მომსახურების უზრუნველყოფა. [2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]