ხანტაის ტბა
ხანტაის ტბა | |
---|---|
Хантайское озеро | |
![]() მდინარე ხაკანჩის შესართავი | |
კოორდინატები: 69°21′45″ ჩ. გ. 89°14′56″ ა. გ. / 69.36250° ჩ. გ. 89.24889° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | კრასნოიარსკის მხარე |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 65,8 მ |
სიგრძე | 80 კმ |
სიგანე | 25 კმ |
ფართობი | 822 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 420 მ |
ხანტაის ტბა (რუს. Хантайское озеро) — ტბა რუსეთში, კრასნოიარსკის მხარის ტაიმირის რაიონში. მდებარეობს პუტორანის პლატოს სამხრეთ-დასავლეთ კიდეზე, ვიწრო ტექტონიკურ ქვაბულში, ზღვის დონიდან 65,8 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 822 კმ², მაქსიმალური სიღრმე 420 მ-მდე. ხანტაის ტბა სიღრმით მესამეა რუსეთში ბაიკალის ტბისა და კასპიის ზღვის შემდეგ. განიერი და მოკლე ნაკადით უერთდება პატარა ხანტაის ტბას (ფართობი 58 კმ²), საიდანაც გამოდის მდინარე ხანტაიკა (ენისეის შენაკადი), რომელზედაც აგებულია უსტ-ხანტაის ჰესი.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ხანტაის ტბა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)