ხალხის მსახური
გარეგნობა
ხალხის მსახური | |
---|---|
![]() | |
ჟანრი |
კომედია სატირული |
ავტორი | ვოლოდიმირ ზელენსკი |
მონაწილეობენ | |
თემის კომპოზიტორი | დმიტრო შუროვი |
კომპოზიტორ(ებ)ი | ანდრეი კრიუშჩენკო |
ქვეყანა |
![]() |
ენა |
რუსული უკრაინული |
სეზონი | 3 |
სერია | 51 |
წარმოება | |
პროდიუსერ(ებ)ი | ვოლოდიმირ ზელენსკი |
ხანგრძლივობა | 40-90 წუთი |
კომპანია |
კვარტალ 95 Netflix |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | 1+1 |
ეთერში | 16 ნოემბერი, 2015 — 28 მარტი, 2019 |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
ხალხის მსახური (უკრ. Слуга народу; რუს. Слуга народа; აგრეთვე ითარგმნება როგორც „ქვეყნის მსახური“) — უკრაინული სატირულ-კომედიური ტელესერიალი. ეთერში პირველად 2015 წლის 16 ნოემბერს გავიდა.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
სერიალში მოთხრობილია ისტორიის მასწავლებლის ვასილი პეტრეს ძე ჰოლობოროდკოს ისტორია (როლში ვოლოდიმირ ზელენსკი), რომელიც მოულოდნელად, ვირუსული ვიდეოს წყალობით იმარჯვებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში. იგი იწყებს ბრძოლას კორუფიის წინააღმდეგ, მაგრამ ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება.
პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ვასილი პეტროს ძე ჰოლობოროდკო (ვოლოდიმირ ზელენსკი); უკრაინის პრეზიდენტი, ყოფილი ისტორიის მასწავლებელი
- იური ივანეს ძე ჩუიკო (სტანისლავ ბოკლანი); უკრაინის პრემიერ-მინისტრი
- პეტრო ვასილის ძე ჰოლობოროდკო (ვიქტორ სარაიკინი); ვასილი ჰოლობოროდკოს მამა
- მარია სტეფანეს ასული ჰოლობოროდკო (ნატალია სუმსკა); ვასილი ჰოლობოროდკოს დედა
- სვეტლანა პეტროს ასული სახნო (კატერინა კისტენი); ვასილი ჰოლობოროდკოს და
- ოლჰა იურის ასული მიშჩენკო (ელენა კრავეცი); ვასილი ჰოლობოროდკოს ყოფილი ცოლი, ცენტრალური ბანკის დირექტორი, მოგვიანებით დროებითი პრემიერ-მინისტრი
- სერჰი ვიქტორის ძე მუხინი (ევჰენ კოშოვი); უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და ყოფილი მსახიობი
- მიხაილო ივანეს ძე სანინი (იური კრაპოვი); უკრაინის ფისკალურ საქმეთა მინისტრი
- ივან ანდრეის ძე შორიკი (ალექსანდრ პიკალოვი); უკრაინის თავდაცვის მინისტრი; ყოფილი კაპიტანი
- მიხაილ (მიქა) აშოტის ძე ტასუნიანი (მიქა ფატალოვი); უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
- ნატაშა სახნო (ანა კოშმალი); ვასილი ჰოლობოროდკოს დის შვილი
- ანა მიხაილოვნა (ჰალინა ბეზრუკი); ვასილი ჰოლობოროდკოს მეგობარი გოგონა