ხალთიანისებრნი
იერსახე
| ხალთიანისებრნი | |||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||
| Coleophoridae (Hübner, 1825) | |||||||||||
| |||||||||||
ხალთიანისებრნი (ლათ. Coleophoridae) — პატარა ჩრჩილისებრი პეპლების ოჯახი. აქვთ ფოჩებით შემოვლებული ვიწრო ფრთები, გრძელი ულვაშები. მუხლუხო ცხოვრობს აბრეშუმის ან ფოთლის ეპიდერმისის ნაკუწებისაგან გაკეთებულ მკვრივ ხალთაში, ან უხალთოდ — ღეროებსა და ნაყოფებში, ანდა წარმოქმნის გალებს. იკვებებიან მერქნიანი და ბალახოვანი მცენარეების ფოთლის რბილობით, ნაღმავენ მათ და ამით ხშირად ზიანს აყენებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და ტყეებს.
ლიტერატრურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სეფერთელაძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 418.