ჭომა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ჭომა — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობს სოფელ ხცისის დასავლეთით, იქ სადაც ჩამოედინება ჭომათღელე.

დასტურდება ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში. 1619 წელს სუხანა გოგალაძემ არდაშელ ბუნიათიშვილს მისცა თავისი ნასყიდი მიწა ჭომაში:

ვიკიციტატა
„... ჩვენ გოგალაძემ სუხანამა, მამუკამა, პაპუნამა, ძამუკამა, ივანამა, გოდერძამა, მჭედელმა გიორგიმ, ბერმა და შვილმა ჩემა მახარამა და ბერმა, თქვენ, ბუნიათიშვილს არდაშელს, შვილსა თქვენსა ბერუასა და ქრისტეფორეს მოგყიდე ჩემი ნასყიდი მიწა ჭომაში, განზე ზომით ოცდაშვიდი მხარი, ზეით გზამდე, ქვეით ბეჟანის მიწის მიდგმამდე, საზენაქროთ დემეტრას მიწის მიდგმამდი, საქვენაქროთ მაზმიშვილის მიწის მიდგმამდი...“

ციცი (ციციშვილსა) და მამუკა მაღრაძეს შორის სამამულო დავის გარიგების წიგნის (XVII საუკუნის ბოლო) თანახმად, ჭომაში შემდეგი მამულები დარჩა მამუკას:

ვიკიციტატა
„ქ. რომ დავიფიცე, მე, მაღრაძე მამუკამა, ბიძის ჩემის ფიზის ნაქონი მამული, სასახლე მის ბოსტნითა, ერთ მისი სახასო ვენახითა, მისი სასაფლაოთი. გძელის მიწა ერთი, მეცხორაულის მიწა ერთი ჭომაში. პატარა მიწა ერთი, ურჯუმელაშვილის მამულითა. გაბრიელა რისაც მქონებელი არის. ქოქუაშვილი რისაც მქონებელი არის მისი მამულითა ვენახის გარდაის. დაბრუნდაშვილის მამული, მისითა წყლითა, წისქვილითა, ბოსტნითა, სახლითა და სასაფლაოთი.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 35, 17 სექტემბერი, 2019, გვ., 3
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჭომა&oldid=3928617“-დან