ჭლოუს ჯვარი პატიოსნის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭლოუს ჯვარი პატიოსნის ეკლესია — ეკლესია სოფელ ჭლოუში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო.

ეკლესია აგებულია შუა საუკუნეებში.

ტერიტორიის ამაღლებულ ადგილზე მოთავსებულია დიდი ზომის გალავნის ნანგრევები. გალავანი ნაშენია დიდი ზომის რიყის ქვით, ხსნარზე კედლის სიმაღლე ზოგ ადგილებზე 3 მეტრს აღემატება, კედლების წრიული სიგრძე 500 მეტრია, გალავნის დასავლეთი კედელი გადის მდინარის ფლატეზე. გალავნის შუა ადგილზე არის ნაშთი დარბაზული ტიპის ეკლესიისა ნახევარწრიული აფსიდით აღმოსავლეთ მხარეს. კედლების უმეტესი ნაწილი შერჩენილია, კამარა ჩამონგრეულია. ძეგლი მთლიანად დაფარულია ეკალ-ბარდებით.

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]