ჭილისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭილი

ჭილისებრნი (ლათ. Juncaceae) — ერთლებნიან მცენარეთა ოჯახი. მრავალწლოვანი ან ერთწლოვანი ბალახები, იშვიათად ბუჩქებია. ზოგჯერ ყველა ფოთოლი რედუცირებულია ხალთად. კენწრულ თავაკისებრ, მტევნისებრ, საგველასებრ ან ქოლგისებრ ყვავილედში თავმოყრილია ორსქესიანი, პატარა უსახური ყვავილები. ნაყოფი კოლოფია.

ჭილისებრნი მოიცავს 10 გვარის 400-მდე სახეობას; იზრდება ზომიერი და ცივი კლიმატის ზონებში, ნაწილობრივ სუბტროპიკებში, იშვიათად ტროპიკების მაღალმთიანეთში.

საქართველოში გვხვდება 2 გვარი — ჭილი და ისლურა, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. დანარჩენი 8 გვარის სახეობები მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროში გვხვდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]