ჭანარჭამიები
იერსახე
| ჭანარჭამიები | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Branchiura | ||||||||||||
| ||||||||||||
ჭანარჭამიები, კობრიჭამიები (ლათ. Branchiura) — კიბოსნაირთა რიგი. აერთიანებს 6 გვარის 130 სახეობას. პარაზიტობენ თევზების სხეულზე ან ლაყუჩებში, იშვიათად ამფიბიებზე. დროებითი პარაზიტები არიან, სისხლისმწუწნელები, ცალსქესიანები. სხეულის სიგრძეა 3 სმ. კვერცხებიდან იჩეკებიან თითქმის ფორმირებული კიბოები. ზოგი სახეობა ზიანს აყენებს მეთევზეობას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 381.