წყლის ვარსკვლავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წყლის ვარსკვლავა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  წყლისვარსკვლავასებრნი
გვარი:  წყლის ვარსკვლავა
ლათინური სახელი
Callitriche

წყლის ვარსკვლავა (ლათ. Callitriche) — მცენარეთა გვარი წყლისვარსკვლავასებრთა ოჯახისა. წყლისა და ჭაობის ერთ-ან მრავალწლოვანი ბალახებია. ცნობილია 25 სახეობა. გავრცელებულია თითქმის მთელ მსოფლიოში.

საქართველოში გვხვდება 2 სახეობა. ჩვენში ფართოდაა გავრცელებული Callitriche verna. Callitriche stagnalis მხოლოდ აფხაზეთშია ნაპოვნი. წყლის ვარსკვლავა იზრდება ყოველგვარი წყალსატევის წყალმარჩხ ადგილებზე, ზოგჯერ მიწაზეც, მაგრამ ასეთი მიწები სავეგეტაციო პერიოდის გარკვეულ მონაკვეთში წყლითაა დაფარული.

წყლის ვარსკვლავა ზოგან წყალქვეშა დაჯგუფებებს ქმნის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]