წყლის ბორბალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წყლის ბორბალი

წყლის ბორბალი — მექანიკური მოწყობილობა ვარდნილი წყლის ენერგიის (ჰიდროენერგიის) მბრუნავი მოძრაობის ენერგიად გადასაქცევად, რათა ბორბლის ღერძზე შესაძლებელი იყოს სამუშაოს შესრულება. გარკვეულ დონეზე წყლის აწევისას მასში იკრიბება ამ დონის შესაბამისი პოტენციური ენერგია, ამდენად, ვარდნილ წყალს სამუშაოს შესრულება შეუძლია. უკუგარდაქმნა გამოიყენებოდა "ნიჩბიან ბორბლებში" პირველ ორთქლმავლებზე.

მინი ელექტროსადგური

მბრუნავი მოძრაობის ენერგიად გარდაქმნის მიზნით განასხვავებენ წყლის ბორბლის სამ ძირითად ტიპს:

  • ნორია ანუ მბრუნავ-ამწე წყლის ბორბალი მარგი ქმედების კოეფიციენტით 35 %-მდე;
  • დამსხმელი ბორბალი მარგი ქმედების კოეფიციენტით 85 %-მდე;
  • საშუალო სიმძლავრის მარგი ქმედების კოეფიციენტით 75 %-მდე;

მოხმარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხორბლის დაფქვისა და გაცრისათვის (წყლის წისქვილი).
  • ირიგაციის მიზნით — ნორიები.
  • მაუდწარმოებაში (1223 წლიდან გერმანიაში).
  • ქაღალდის დასამზადებლად (1238 წლიდან ესპანეთში).
  • ფოლადის ჭედვისათვის (1197 წლიდან შვედეთში).
  • მორების დასახერხად (არაუგვიანეს 1240 წლისა).
  • სელის წეწვისათვის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]