წყალგაყვანილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტიკური წყალგაყვანილობის სისტემა გონიოს ციხეში

წყალგაყვანილობა — მომხმარებლებისათვის როგორც სასმელი, ასევე საყოფაცხოვრებო და სამრეწველო მიზნებისათვის უწყვეტი წყალმომამარაგების მიწოდების სისტემა. ძირითად შემთხვევაში გამოიყენება ლითონისა და პლასტმასის მილები, რომლებიც სხვა დამხმარე ატრიბუტების საშუალებით წყლის კონკრეტული რეზერუარიდან მომხმარებლამდე უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას.

როცა ადამიანებმა დაიწყეს დასახლება მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე, ისინი არჩევდნენ ისეთ ტერიტორიებს, რომელიც ახლოს იყო მდინარესთან ან ტბასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა ჭის წყლით აგვარებდა წყლის მომარაგების პრობლემას. როცა მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა, ადამიანები იძულებულნი გახდნენ მოეფიქრებინათ წყლის მიწოდების ალტერნატიული გზა. პირველი წყალგაყვანილობა გაკეთდა ძველ ეგვიპტეში და სპარსეთში. შემდეგ ძველმა რომაელებმა გაიყვანეს ე.წ. აკვედუკები, მაგრამ რომის ცივილიზაციის დაცემის შემდეგ ხალხმა მათი აღდგენა ვერ მოახერხა. პირველი წყალგაყვანილობა ევროპაში შუა საუკუნეებში გაკეთდა და ხისგან იყო დამზადებული. საქართველოში დღემდე არის შემორჩენილი უძველესი წყალგაყვანილობის სისტემის ნაშთები, რომლებიც თიხით იყო დამზადებული. ამის მაგალითებია: უფლისციხე, ვარძია და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]