წმინდა მენიგნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წმინდა მენიგნი
გარდაიცვალა 250
ხსენების დღე 5 დეკემბერი

წმინდა მენიგნიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 22 ნოემბერი, ახალი სტილით - 5 დეკემბერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი უბრალო ხელოსანი იყო. ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღვსილ წმინდა მენინგის უფალმა განსაკუთრებული წყალობა მიმადლა: ნეტარმა ორჯერ გაიგონა ზეციური ხმა, რომელმაც ქრისტესთვის მოწამეობრივი აღსასრულისკენ მოუწოდა. იმპერატორ დეციუსის (249-251) მიერ ქრისტიანთა დევნისას ერთი ასეთი სასწაული აღესრულა: ანგელოზმა პყრობილი ქრისტიანები ციხიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ რომ შეიტყო, მენიგნი სიხარულით აღივსო და მთელი გულით შეიყვარა ქრისტე. მას მოაგონდა ზეციური მოწოდება ქრისტესთვის მარტივლობისკენ, დახია მოედანზე გამოკიდებული უსჯულო დეკიუსის ბრძანება მართლმორწმუნეთა დევნის შესახებ და საჯაროდ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ამისთვის იგი შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ 250 წელს თავი მოჰკვეთეს. აღსასრულის წინ მოწამის ბაგეებს თეთრი მტრედი მოსწყდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.