წითელი ლამბაქა
| წითელი ლამბაქა | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Aleuria aurantia (Pers.) Fuckel, 1870 | |||||||||||||||
| |||||||||||||||
წითელი ლამბაქა (ლათ. Aleuria aurantia) — ჩანთაინი სოკო პეზიზასნაირთა რიგისა.
სხვადასხვა სისტემატიკა ალევრიას გვარს Otideaceae და Pyronemataceae-ის ოჯახებს მიაკუთვნებს.
სამეცნიერო სინონიმები
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადვილად შესამჩნევი სოკოა. ნაყოფსხეული ლამბაქის ფორმისაა, 3-6 სმ-მდე დიამეტრის, შიდა ზედა ნაწილი კაშკაშა მორანჯისფრო-წითელია, გარედან ღია ფერის, მოყვითალო ელფერი დასდევს.
რბილობი — თხელი, ცვილისებრი, მყიფე. გემო და სუნი სუსტი, სასიამოვნო. სპორები ელფისებრია 15-20X8-12 მკმ, მარცვლოვან-ხორკლიანი, შემდეგ — ბადისებრი ზედაპირით. ჩანთები ცილინდრულია და 8 სპორაა მოთავსებული.
საკვებად გამოიყენება ახალი.
გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გავრცელებულია მთელ ჩრდილოეთ ზომიერ სარტყელში, როგორც ვაკეზე, ისე მთიან ადგილებში. იზრდება ნესტიან შიშველ ნიადაგზე ტყეში, პარკებში, გზების გასწვრივ, გაზაფხულიდან შემოდგომამდე.
მსგავსი სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ილუსტრაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Aleuria aurantia — Theodor Holmskjold 1799
- Aleuria aurantia Fuckel 1870
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 34, ISBN 99940-856-1-1.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ewald Gerhardt (2002). BLV Handbuch Pilze. München, გვ. 586. ISBN 3-405-14737-9.