წითელი ბაღლინჯო,[1]ჯარისკაცა (ლათ.Pyrrhocoris apterus) — ნახევრადხეშეშფრთიანებისრიგისწითელი ბაღლინჯოებისოჯახის (Pyrrhocoridae) ტიპური წარმომადგენელი. მისი სხეულის სიგრძეა 7–12 მმ.[2][3] ზევიდან შეფერილია ღია წითლად, აყრია შავი ლაქები, ქვედა ნაწილი შავია. ჩვეულებრივ, ზედა ფრთები მოკლეა, ქვედები არ აქვს. ფართოდაა გავრცელებული შუა და სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, დასავლეთ აზიაში. ძირითადად ცხოვრობს ნათელ ტყეებსა და პარკებში.[3] ბინადრობს ნიადაგზე.[2] უპირატესად იკვებება ხეების ჩამოცვენილი თესლებითა და მწერების გვამებით.[3] ხშირად ქმნიან ჯგროებს ხის ტანზე, კუნძებზე და სხვა ადგილებში, განსაკუთრებით გაზაფხულზე,[2] ძირითადად შეჯვარების დროს, რომელიც შესაძლებელია 12 საათიდან 7 დღემდე გაგრძელდეს.[4]