ქარიყლაპიასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წერისებრნი)
Jump to navigation Jump to search
ქარიყლაპიასებრნი
Esox americanus vermiculatus.jpg
ფრთაწითელა ქარიყლაპია (Esox americanus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Esocidae (Cuvier, 1816)

ქარიყლაპიასებრნი, წერისებრნი (ლათ. Esocidae) — თევზების ოჯახი ქარიყლაპიასნაირთა რიგისა. აქვთ წვრილი ქერცლით დაფარული წაგრძელებული სხეული და თავი. მათი სიგრძე 1,5 -მდეა, მასა — 35 კგ-ს აღწევს. კბილები აქვთ ყბათაშორისზე, სახნისზე, სასის ძვალზე, ქვედა ყბასა და ენაზე. ოჯახში სამი (ადრე ერთი) გვარია:[1] 1. ქარიყლაპია (Esox), 5 თანამედროვე სახეობა: წერი, ამურის ქარიყლაპია (E. reicherti) გავრცელებულია ამურის აუზში და სახალინზე, მასკინონგი (E. masquinongy), ზოლიანი ქარიყლაპია (E. niger) და ფრთაწითელა ქარიყლაპია (E. americanus); 2. ნოვუმბრა (Novumbra), 1 სახეობა: ნოვუმბრა (N. hubbsi); 3. დალია (Dallia)б 3 სახეობა: დალია (D. pectoralis), ამგუემური დალია (D. admirabilis) და პილხიკაის დალია (D. delicatissima).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nelson J. S., Grande T. C., Wilson M. V. H. Fishes of the World. — 5th ed. — Hoboken: John Wiley & Sons, 2016. — P. 251. — 752 p. — ISBN 978-1-118-34233-6. — DOI:10.1002/9781119174844.